USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ბრაზილიის პრეზიდენტი საკარანტინო ზომების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა
Date:  635

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეურთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბოლსონარო საპროტესტო აქციაზე პირბადის გარეშე მივიდა და როდესაც მომიტინგეებს მიმართავდა, რამდენჯერმე დაახველა. „ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია. არაფერზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისათვის, გუშინ ბრაზილიაში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული საკარანტინო ზომების გაუქმებასა და სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს დახურვას მოითხოვდნენ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way