არც პუტინი და არც ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არიან, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ განაცხადა.
„ვიდრე ბრაზილია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს, არც უკრაინის და არც რუსეთის პრეზიდენტს არ სურთ ერთმანეთთან საუბარი. სამშვიდობო შეთანხმება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მოლაპარაკებისთვის მზად იქნებიან,“-აღნიშნა ბრაზილიის ლიდერმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.