USD 2.7059
EUR 3.1310
RUB 3.3353
Тбилиси
ბრაზილიის პრეზიდენტი - თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „პარტიზანულ პოლიტიკურ ორგანიზაციად“ დარჩება, მაშინ ბრაზილია ორგანიზაციას დატოვებს
дата:  623

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „პარტიზანულ პოლიტიკურ ორგანიზაციად“ დარჩება, მაშინ ბრაზილია ორგანიზაციას დატოვებს.

ჟაირ ბოლსონარუს ეს განცხადება ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხი იყო.

მარგარეტ ჰარისხმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი მოხსნის საფრთხეზე საუბრისას ლათინო ამერიკულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და შემაშფოთებელი უწოდა.

экономика
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати