USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნა
თარიღი:  871
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა.
 
მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
 
„საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტრადიცია, კულტურა და ცოდნა ხელს გვიწყობს ვიზრუნოთ ტყეების მოვლასა და შენარჩუნებაზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა სატყეო სექტორში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მხარდამჭერების დახმარებით, ეტაპობრივად ვცდილობთ იმ პრობლემებთან გამკლავებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგროვილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნამდვილად გვაქვს ის შედეგები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და მის მოსახლეობას”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
 
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ და განაცხადა, რომ პროგრესი, რომელსაც დარგმა ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, სამინისტროს და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული უზარმაზარი შრომის შედეგია.
 
„მოწესრიგდა კანონმდებლობა, გაუმჯობესდა მმართველობითი პროცესი, სისტემური გახდა ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, გაიზარდა ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით; ხე-ტყის დამზადების ორგანიზებული სამუშაოებით ხელი ეწყობა მერქნის ბაზრის ჩამოყალიბებასა და ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ყველაფერში მეტყევეების როლი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.
მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
 
 „საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გარდა მისი უმთავრესი, ეკოლოგიური დანიშნულებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. თუმცა, ამ სარგებლის გრძელვადიანად მიღება შეუძლებელი იქნება გამართული ინსტიტუციური სისტემის, საქმიანობის სწორად დაგეგმვის, ტყეების დაცვის, მოვლასა და აღდგენაზე ზრუნვის გარეშე. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სრულად განაახლა სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი. ასევე, სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, - განაცხადა კახა ცერცვაძემ.
 
სააგენტოს უფროსმა, ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. წლების განმავლობაში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა GIZ-ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF), CENN -ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
 
ღონისძიებაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ.
 
ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის