USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
дата:  
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
 
ხელმძღვანელი პირები რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდნენ:
 
 დაბა ახალდაბა
დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1 აპრილიდან დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის პირას მდებარე სახლების ღობეები და ჭიშკრები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
 
დაბა წაღვერი
დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.
პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტების მოწყობა.
პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.
პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
 
ე.წ პლატოს დასახლება
ე.წ ,,პლატოზე" ფეხბურთის მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, მოეწყობა - ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და სივრცე პარკინგისთვის; დამონტაჟდება ტენისის მაგიდაც.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати