USD 2.6130
EUR 3.0575
RUB 3.1383
Tbilisi
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
Date:  2207
პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება.
 
პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტებისთვის შენობის მოწყობა.
 
პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
 
ასევე მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.
 
,,ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. დაბა წაღვერში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე’’ - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 1 მაისს დაიწყო და წლის ბოლომდე დაასრულოს.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way