USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
თბილისი
ბორჯღალოსნები ფიჯისთან დამარცხდნენ
თარიღი:  1293
მსოფლიო თასზე მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.

 

შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და მატკავას რეალიზებული საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯელებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი მე-14 წუთზე გაუშვეს, როდესაც საჯარიმო ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ შემდეგ საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული მეტოქე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე კი ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა
 
და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტრავმები მიიღეს ზამთარაძემ და ჯაიანმა და შეცვალეს.


შესვენების მერე მსაჯმა ფიჯელი რადრადა გაასინბინა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ლელო აქეთ მივიღეთ, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. მერე ფიჯელებმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენეს და წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ვიზავიმ ლელო-გარდასახვით ანგარიში გაზარდა. მე-80 წუთზე მეტოქის მორაგბე ტუისოვა გაასინბინეს, მატკავამ საჯარიმო ზუსტად შეასრულა, შეხვედრის დასასრულს ლელოს გატანის შანსი დავკარგეთ და წავაგეთ.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“
საქართველო – ფიჯი 12:17
საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

 

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

 

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).
თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის