USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
ბორის ჯონსონის გარდაცვალების შემთხვევისთვის მთავრობას სათადარიგო გეგმა ჰქონდა შემუშავებული
дата:  1180

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევისთვის ქვეყნის მთავრობას სათადარიგო გეგმა ჰქონდა შემუშავებული. ამის შესახებ ჯონსონმა გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმები ყველა შესაძლო სცენარისთვის იყვნენ მზად.

„რთული დასაჯერებელი იყო, რომ სულ რამდენიმე დღეში ჩემი ჯანმრთელობა ასე გაუარესდა. ექიმები ძალიან ბევრ ჟანგბადს მაწვდიდნენ/ ვერ ვიგებდი, რატომ არ უმჯობესდებოდა ჩემი მდგომარეობა. იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი ექიმები მყავდა“, - ბორის ჯონსონი.

ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. მას შემდეგ პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას სახლიდან აგრძლებდა, თუმცა 6 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, პრემიერი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 27 აპრილს ის სამსახურს დაუბრუნდა.

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати