USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ბორის ჯონსონი: ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება
дата:  

ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

"ჟურნალ The Economist-ის მიხედვით: "დონალდ ტრამპი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს 2024 წელს". მე მიყვარს The Economist-ი. მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა ვინმე [ჟურნალის] თანამშრომლებს შორის, ვისაც დააინტერესებს, ხომ არ აჭარბებენ. ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის? ტრამპი? თუ დააკვირდებით ფაქტებს, შეგიძლიათ რეალურად დაამტკიცოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება", - წერს ბორის ჯონსონი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპზე უკრაინის დახმარების ჭრილში.

"ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დაუჭირა მხარი უკრაინას 2014 წელს პუტინის შეჭრის შემდეგ? იყო თუ არა ეს დიადი ლიბერალი ინტერნაციონალისტი ბარაკ ობამა? არა. მას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ პუტინი განედევნა უკრაინიდან. [...] სწორედ დონალდ ტრამპმა მისცა უკრაინელებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც ასე ღირებული იყო უკრაინელებისთვის კიევისთვის ბრძოლაში და ნაწილობრივ მაინც, ტრამპის ამ თამამი გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინელებმა შეძლეს მსოფლიო განცვიფრება და პუტინის ჯარების განდევნა უკრაინის დედაქალაქიდან", - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

"მე უბრალოდ ვერ დავიჯერებ, რომ ტრამპი უკრაინელებს მიატოვებს. [...] მე ვფიქრობ, რომ დიდი შანსია, რომ ის გააორმაგებს ძალისხმევას და დაასრულებს იმას, რაც დაიწყო - მისცემს [უკრაინელებს] იმას, რაც მათ მოსაგებად სჭირდებათ", - ნათქვამია სტატიაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати