USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ბორის ჯონსონი: სამწუხაროდ, ვილნიუსის სამიტის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დასკვნები
дата:  

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკრიტიკა ნატოს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ალიანსი უფრო გაბედული უნდა იყოს და უკრაინა მიიღოს თავის რიგებში.

„სამწუხაროდ, ვილნიუსის სამიტის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები [უკრაინა და საქართველო] გახდებიან ნატოს წევრები“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ის, რაც უკრაინელებმა მიიღეს, იყო „მოწვევა“ ნატოში გაწევრიანებისთვის, „როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და როდესაც პირობები დაკმაყოფილდება“ და აღნიშნა, რომ გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თავიდან გაუჭირდა იმედგაცრუების დამალვა.

„როდის ავითვისებთ გასული 20 წლის განმავლობაში პუტინთან ურთიერთობის გაკვეთილს? ჩვენი გაურკვევლობისა და მერყეობის გამო შეიჭრა ის უკრაინაში. ვიდრე ის ფიქრობს, რომ არსებობს შანსი დააბრუნოს უკრაინა მოსკოვის ორბიტაზე, ვიდრე ფიქრობს, რომ შეძლებს საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას, ის ამას შეეცდება“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати