USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ბორის ჯონსონი - საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი „თალიბანთან“ ერთად იმუშავებს
дата:  492

დიდი ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი „თალიბანთან“ ერთად იმუშავებს.

„ავღანეთისთვის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიმართულებით დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, „თალიბანთან“ მუშაობა, გაგრძელდება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონის თქმით, სიტუაცია ქაბულის აეროპორტში ოდნავ გაუმჯობესდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ გასული შაბათიდან 1615 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყვეს, მათ შორის 402 ავღანელი იყო.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати