USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
თბილისი
ბორის ჯონსონი - „რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად ჭირდება?“
თარიღი:  256

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 15 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად ჭირდება?“, რომლის ავტორია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. სხვათა შორის, იგი „სფექთეითორის“ მთავარი რედაქტორი იყო 1999-2005 წლებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

როცა თქვენ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრებს ეწვევით, რომლებსაც ომმა ცხოვრება შეუცვალა, მათი შემხედვარე, ალბათ, შოკში ჩავარდებით, მაგრამ შეეცდებით თავს მოერიოთ, თვალი აარიდოთ და შოკიდან სწრაფად გამოხვიდეთ. შესაძლოა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარც თვალი არ აარიდოთ... რაც დრო გავა, თქვენ შეიძენთ კვალიფიცირებული ექიმებისა და მედდების, ფიზიოთერაპევტების ჩვევას - ყურადღება გაამახვილოთ არა ჭრილობებზე, არამეც ცალკეულ პირების მდგომარეობაზე, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია (თუმცა ქალებიც ბევრი დაიღუპა და დაიჭრა).

რაც ჩვენ ახლა მოგვეთხოვება, არის სტრატეგიული თმენა და იმის გაცნობიერება, რომ უკრაინას ჩვენგან სასწრაფოდ ჭირდება სამხედრო დახმარების პროგრამა.

უნდა ვაღიაროთ, რომ რაც დრო გადის, ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნილებები იცვლება: ერთი წლის წინ ჩვენ თავს ვიკავებდით კიევისთვის ტანკებისა და ჯავშანმანქანების მიწოდებაზე, აბსურდული მოსაზრებით, რომ ამგვარი მხარდაჭერა „რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევსო“, თუმცა დღეს დრონები ტანკებისათვის ისეთი მომაკვდინებელი გახდნენ, რომ მეომარი მხარეები ზოგჯერ ჯავშანტექნიკას აღარ იყენებენ და ქვეითად გადაადგილდებიან.

უკრაინის არმიას ჭირდება გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ ჭირდებათ Patriot-ის ტიპის სისტემები, აგრეთვე უფრო სრულყოფილი შორსმსროლელი არტილერია. HIMARS-ები სასარგებლო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, რუსებმა მათ წინააღმდეგ ეფექტური კონტრზომები მიიღეს. კიევს ახლა უფრო მეტად ATACMS-ები გამოადგებათ, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, რომელთა მიცემას აშშ ჯერ ვერ ბედავს. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რაც შეიძლება მეტი Storm Shadow-ები უნდა მიაწოდოს, ჰაუბიცები და დრონების წარმოების ტექნოლოგიები.

როცა ამას წინათ კიევში ვიყავი, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა, რომ მას უნდა ATACMS-ის სისტემის სულ რაღაც 200 რაკეტა, რომელიც ამერიკას რეზერვში ათასობით აქვს შენახული. რატომ უნდა გადავდოთ ამ თხოვნის შესრულება? ამ რაკეტებს სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ, თუ არა ის, რომ რუსეთისაგან დასავლეთისა და თვით აშშ-ის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყონ?

ვაშინგტონში ვიღაცეები თვლიან, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მეტი ყურადღება იმ მიმართულებას უნდა დაუთმონ, რომელიც გამოიხატება სტრატეგიაში „ჩინეთი, უპირველეს ყოვლისა“. მათი აზრით, ATACMS-ის რაკეტები შენახული იმ შემთხვევისათვის უნდა ჰქონდეთ, თუ ტაივანს პეკინისაგან დაცვა დაჭირდება. ეს რა სისულელეს ჩმახავენ? ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ისაა, რომ უკრაინელებმა რაც შეიძლება სწრაფად გაიმარჯვონ რუსეთთან ომში.

ჩვენ უკრაინის დასახმარებლად და მისი პოტენციური გამარჯვებისათვის ძალიან ცოტა სახსრებს ვხარჯავთ. ამერიკამ უკრაინის არმიის მხარდასაჭერად თავისი თავდაცვითი ბიუჯეტის მხოლოდ 1% გამოჰყო, დიდმა ბრიტანეთმა კი - მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი იმასთან შედარებით, რასაც აშშ ხარჯავს კიევისათვის. მართალია, ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ დასავლეთისათვის ამ ომის ფსონები მაინც ძალიან მაღალია.

თუ ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს - მისთვის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ მიერთებულ-ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს - ამ შემთხვევაში მსოფლიო საშინელი ამბავის მოწმე გახდება: დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამარცხვინოდ დამარცხდა. ეს არ უნდა მოხდეს. „დასავლეთის ერთგული უკრაინელი ლომგული მეომრები“ - აი, ასეთი შეფასებით უნდა შევიდეს უკრაინის ომი ისტორიაში.

ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, გავრცელდება ხმები, რომ დასავლეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უუნარობა მიცემული სიტყვის შესრულებთან დაკავშირებით, მხარს არ უჭერს მეგობრებს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაში - იმ დროსაც კი, როცა დასავლელ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ.

თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, თუ ის შეძლებს მცირედის შენარჩუნებასაც კი იმ ტერიტორიებიდან, რაც მას აქვს ოკუპირებული, გაკვეთილი ასეთი იქნება: თურმე [დაუსჯელად] შეიძლება ევროპული საზღვრების შეცვლა საქართველოსთვისაც, ბალტიის ქვეყნებისათვისაც და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვისაც, პოსტსაბჭოურ სივრცეში.

უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინის გამარჯვება კატასტროფას ნიშნავს როგორც ზოგადად დასავლეთისთვის, ასევე კონკრეტულად აშშ-ისათვის, რომელიც დასავლეთის ლიდერის როლს ასრულებს. მე არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იოლად გადაიტანს ომის ასეთ დასასრულს, მით უმეტეს ისიც, რომელსაც „ამერიკისათვის ძველი დიდების დაბრუნება უნდა“ (სავარაუდოდ, ბორის ჯონსონი გულისხმობს დონალდ ტრამპს - ს.კ.).

განა ჩვენ არ შეგვიძლია, ბოლოს და ბოლოს, რომ უკრაინელებს ისეთი სამხედრო დახმარება გავუწიოთ, რომ მათ მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულონ დაწყებული საქმე (კონტრშეტევა) და მინიმალურად შემცირდეს ის მსხვერპლი, რომლებიც ამ უაზრო კონფლიქტს ეწირებიან?

მე ადრეც დავსვი კითხვა და ახლა ისევ ვიმეორებ: ეშმაკმა დალახვროს, რას ველოდებით?

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/why-arent-we-giving-ukraine-what-it-needs/

 

რეგიონი
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.