USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ბორის ჯონსონი - „ომიკრონის“ ტალღა გვიახლოვდება
дата:  900

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან ინგლისში „ბუსტერ“ დოზით აცრას 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს შესთავაზებენ.

„არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ „ომიკრონის“ მოქცევის ტალღა გვიახლოვდება”, - განაცხადა ბორის ჯონსონმა სატელევიზიო განცხადებაში.

ბორის ჯონსონმა „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ვშიშობ, ახალ „ომიკრონ“ ვარიანტთან ბრძოლაში საგანგებო სიტუაციის წინაშე ვდგავართ. აშკარაა, რომ ვაქცინის ორი დოზა უბრალოდ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს დაცვის ის დონე, რომელიც ყველას გვჭირდება, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, მესამე დოზით, „ბუსტერ“ დოზით, ჩვენ ყველას შეგვიძლია მივაღწიოთ დაცვის დამატებით დონეს", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ცნობისათვის, გუშინ გაერთიანებული სამეფოში კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული განგაშის დონე ოთხამდე გაზარდეს, რომელიც ნიშნავს გადაცემის მაღალ ან მზარდ დონეს და ის გაერთიანებული სამეფოში ბოლოს მაისში იყო გამოცხადებული.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати