გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„რუსეთის მხრიდან საფრთხის შემცველი ქცევის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს. ეს მოიცავს როგორც ლეტალურ სამხედრო დახმარებას, თავდაცვითი იარაღის სახით, ასევე არალეტალურ სამხედრო დახმარებას,“- განაცხადა ჯონსონმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.