USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ბორელი: აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ შეუტიოს რაფაჰს - ამის მიუხედავად, რაფაჰში სახმელეთო შეტევა კვლავ დაიწყო
Date:  624

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰზე თავდასხმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის უგულებელყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„რაფაჰში სახმელეთო შეტევა კვლავ დაიწყო, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნისა - აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ შეუტიოს რაფაჰს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

„მიუხედავად ამ გაფრთხილებისა და თხოვნისა, თავდასხმა გუშინ ღამით დაიწყო. მე ვშიშობ, რომ ეს გამოიწვევს უამრავ მსხვერპლს, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლს. ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს“, - დასძინა მან.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way