USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
ბოლშევიკების დაუძინებელი მტერი - ვინ იყო ნიკოლოზ (კოლია) ნიჟარაძე
Date:  2523
იშვიათად შემხვედრია ისეთი საინტერესო ამბავი, როგორიც ქართველი "ჯეიმს ბონდის" - ნიკოლოზ (კოლია) ნიჟარაძის ისტორიაა. მისი მხოლოდ 57-60 წლის ასაკის ფოტოები ვიპოვნე და სულ მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა მაშინ, როდესაც ქვემოთ მოთხრობილ ამბებში მონაწილეობდა და ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით ამოვიცანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ფოტოზე სმოკინგით, ბაფთით და ალბათ უბეში ბრაუნინგით.
 
ბევრი წელი დამჭირდა ამ ძალიან საინტერესო კაცის შესახებ ინფორმაციები და ფოტოები, რომ შემეგროვებინა და კიდევ დამრჩა ბევრი რამე გასარკვევი ...
 
1920 წლის მაისი ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის მძიმედ დაიწყო: საბჭოთა რუსეთმა ისარგებლა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების დაპირისპირებით. რადგან აზერბაიჯანის არმიის დიდი ნაწილი განჯასა და ყარაბაღში იყო მობილიზებული სომხეთის არმიის წინააღმდეგ, თითქმის უბრძოლველად დაიკავა ბაქო და პირდაპირ თბილისისკენ გააგრძელა შეტევა.
449630517_2925716217579531_4034015701986743552_n
თუმცა ეს შეტევა ინერციით არ ყოფილა განპირობებული. ბოლშევიკური მებრძოლი ჯგუფები უკვე მზად იყვნენ ზურგში მოქმედებისთვის როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ტერიტორიაზე და მაშინვე სცადეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც ყარსის ოლქში ბოლშევიკური აჯანყებით, ხოლო თბილისში სამხედრო სკოლაზე თავდასხმისა და მთავრობის წევრების ხელში ჩაგდების მცდელობით გამოიხატა, მაგრამ ეს ოპერაციაც ჩავარდა.
 
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის უფროსმა, ნიკოლოზ ნიჟარაძემ გაშიფრა და დააპატიმრა ტერორისტების ჯგუფი, რომელსაც ბოლშევიკი - პავლე მარდალეიშვილი ხელმძღვანელობდა.
 
გეგმა ასეთი იყო: როდესაც წითელი არმია თბილისს შეუტევდა, ბოლშევიკ ტერორისტებს, რომელთაც საიდუმლო ბაზა იმერეთის სოფელ მაღლაკში ჰქონდათ, უნდა აეფეთქებინათ სადგურ რიონის სარკინიგზო ხიდი, რითაც ქართულ ჯარსა და სახალხო გვარდიას ზურგის მომარაგებას მოუშლიდნენ. ანალოგიური სახიფათო სამხედრო ვითარება შეიქმნა ქვეყნის სხვა განაპირა მხარეებში: ქართულ ჯარსა და სახალხო გვარდიას აღმოსავლეთით - ფიოლიოს, სადახლოსა და წითელი ხიდის მხრიდან - უწევდათ წითელი არმიის დივიზიის მოგერიება.
 
ნიკოლოზ ნიჟარაძე 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა, როგორც მის შესახებ მოძიებული დოკუმენტებიდან ჩანს იგი ემიგრანტული მთავრობის და ნოე ჟორდანიას უსაფრთხოებაზე მუშაობდა საფრანგეთში.
 
1946 წელს დაბრუნდა სამშობლოში, გრძელი ამბავია ... 1948 წელს გადაასახლეს და გადასახლებაში დაიღუპა.
 
 
მოუსმინე:
 
 
 
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way