USD 2.8784
EUR 2.9941
RUB 2.9173
Тбилиси
ბოლო ხანებში რუსეთმა დაკარგა სირია და მოლდოვა, კონტროლის საშუალება გამოეცალა რუმინეთიდან, დასუსტდა მისი პოზიციები სომხეთში - გიორგი კობერიძე
дата:  269
ამასობაში ბოლო 24 საათში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა საერთაშორისო პოლიტიკაში:
1. სირიაში დაემხო ბაშარ ალ ასადის რეჟიმი. ქვეყანაში 14 წლიანი სამოქალაქო ომი ბაშარის მარცხით სრულდება, ადამიანის, რომელსაც კრემლი თავის ყველაზე ერთგულ მორჩილ მხარდამჭერ ტირანას განიხილავდა. საოცარია, მაგრამ თურქეთის ზურგგამაგრებული ძალების შეტევის დაწყებიდან ზუსტად 10 დღეში ასადი დამასკოდან გაიქცა და ქალაქში აჯანყებულები შევიდნენ, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სხვა დიდ ქალაქში ლატაკიის პროვინციის გარდა. 27 ნოემბერს თუკი ასადის რეჟიმი ყველაზე მძლავრი იყო და სირიის ყველა დიდ ქალაქს აკონტროლებდა, 8 დეკემბერს ის აღარ არსებობს.
ასადი ის რეჟიმი იყო, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობას" დაუჭირა მხარი და ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას გაეროსა თუ სხვა სტრუქტურებში.
დამასკო ის ქალაქი იყო, საიდანაც მთელ რიგ სამხედრო თუ პოლიტიკურ ოპერაციებს გეგმავდა კრემლი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. პუტინი კი იმუქრებოდა რომ თუკი ვინმე ასადს დაემუქრება ისეთ დარტყმას მივაყენებთ, როგორც აქამდე არ ყოფილაო. თუმცა სირია რუსეთს ხელიდან გამოეცალა. ლატაკიასა და ტარსუსში რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები იდგნენ. ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის ერთადერთი ბაზების არსებობა ლატაკიის პროვინციის აღების შემთხვევაში სრულიად დასრულდება.
ასადის რეჟიმი ნარკომოვაჭრეც იყო და მთელს ახლო აღმოსავლეთს სწორედ ლატაკიაში წარმოებული ნარკოტიკით ამარაგებდა. პროცესში რუსეთიც იყო ჩართული. შემოსავალს კი რეჟიმი რუსული იარაღის შეძენაში ხარჯავდა. ამიტომ არავის უნდოდა ასადთან ურთიერთობა.
ასადი ჰეზბოლასა და ჰამასის მხარდამჭერი და ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის ხელშემწყობიც იყო. მეტიც, სამოქალაქო ომის წინ საპატიმროებიდან რადიკალი ტერორისტები გამოუშვა, რათა დასავლეთისთვის ენახებინა მე ვარ ცუდსა და უარესს შორის ცუდიო. ასადი ყველაფერზე წამსვლელი ძალა იყო.
მაგრამ ერთი რამაა სიანტერესო: ყველა კონფლიქტი ერთამნეთთანაა გადაჯაჭვული - ლიბანში შიიტური ჰეზბოლას კრიტიკულად დასუსტების ფონზე ასადს ერთ-ერთი მთავარი მცველი გამოეცალა, ხოლო რუსეთის უკრაინაში და კურსკში გახლართვის ფონზე, ასადს პრაქტიკულად აღარც აღარავინ დარჩა ირანის გარდა, რომელიც თუ როგორი მყიფე ძალაც გამოდგა კი ვიხილეთ წინა თვეებში, როდესაც ისრაელმა მისი რეპუტაცია მეტწილად შებღალა.
ასადის დაცემა რეგიონში ირანის ე.წ. "შიიტური რკალის" დაცემას მოასწავებს. თუკი ირანს პირდაპირი სახმელეთო ხაზი ჰქონდა ლიბანამდე ახლა ეს ხაზი აღარ არსებობს. სამაგიეროდ ყველაზე მძლავრად თურქეთი გამოვიდა ამ პროცესებიდან და კარგად გამოჩნდა თუ რა მყიფე იყო რუსულ-თურქული კავშირები, ასე რომ ეტრფოდნენ კრემლის მომხრეები ყველგან.
2. რუმინეთში სასამართლომ საპრეზიდენტოდ არჩევნების პირველი ტურის ის შედეგები გააუქმა, რომელშიც რუსული ჩარევის შემდეგ პრო-რუსმა გეორგეაკუმ პირველი ადგილი დაიკავა 22%-ით. მოქმედი პრეზიდენტის იოჰანესისა და დაზვერვის მხარდაჭერით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და გეორგესკუს მხარდამჭერ ორგანიზატორებს საფრთხე ემუქრებათ. პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გასული პრო-დასავლურმა ელენა ლასკონიმ კი მოლდოვასა და საქართველოს პრეზიდენტების - სანდუსა და ზურაბიშვილის - პორტრეტები გამოდო და თავი მათ მსგავს ლიდერად წარმოაჩინა. ეს მხარდაჭერაცაა საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით და საკმაოდ საინტერესო სვლაც.
ბოლო ხანებში რუსეთმა დაკარგა სირია და მოლდოვა, კონტროლის საშუალება გამოეცალა რუმინეთიდან, დასუსტდა მისი პოზიციები სომხეთში, მისი მოკავშირე ჰეზბოლა და ჰამასი ისრაელთან ომში იფიტებიან, ხოლო თავად უკრაინასთან ომში და კურსკშია გაჭედილი. ფაქტია, რომ ასეთი რუსეთი დასუსტებულია, თუმცა კვლავ საშიშია.
 
 
 
бизнес
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати