USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
ბოლო ერთი წლის მანძილზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოები
თარიღი:  635

ბოლო ერთი წლის მანძილზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო.

  • დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
  • ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
  • დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი.
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.
  • განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.

კონკრეტულად:

  • განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში, 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
  • ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.
  • რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.
  • განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
  • ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
  • დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.
  • აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.
  • 26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.
  • 4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.
  • თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.
  • სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.
  • ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
  • მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.
  • 100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის