USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Tbilisi
ბოლო 25 წლის განმავლობაში ყოველ წამში ოკეანე ჰიროსიმას ოთხი ბომბის აფეთქების ეკვივალენტ ენერგიას იღებდა
Date:  1417

დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა  მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ „მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ოკეანის ტემპერატურა ახლა იმატებს, რაც წამში ხუთი ჰიროსიმას ბომბის ეკვივალენტია. მილიონობით სახეობა გადაშენების პირასაა. ჩვენი პლანეტა იწვის!“,

მისი განცხადება ეყრდნობოდა 1950-იანი წლებიდან 2019 წლამდე დაგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოტანილ დასკვნას, რომ მსოფლიო ოკეანეების საშუალო ტემპერატურა 2019 წელს 0,075 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო 1981–2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

რიცხვი შეიძლება არც ისე დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ოკეანეთა მასიური მოცულობის დონეს, ასეთი მცირე ზრდისთვისაც კი საოცრად დიდი – 228 სექსტილიონი ჯოულის ოდენობის სითბოა საჭირო.

ეს რიცხვი წარმოსადგენად საკმაოდ რთულია და ამიტომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მათემატიკას მიმართა. უკეთ აღსაქმელად, ეს ენერგია მან შეადარა 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქებისას გამოყოფილი ენერგიის ოდენობას.

„ჰიროსიმას ატომური ბომბის აფეთქებისას გამოიყო დაახლოებით 63 000 000 000 000 ჯოული ენერგია. ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენმა ოკეანეებმა კი მიიღო სითბო, რომელიც ჰიროსიმას 3,6 მილიარდი ატომური ბომბის აფეთქებას უდრის“, – ამბობს პრესრელიზში კვლევის ავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი ლიჯინგ ჩენგი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული 25 წლის განმავლობაში ყოველ წამში ოკეანე ჰიროსიმას ოთხი ბომბის აფეთქების ეკვივალენტ ენერგიას იღებდა. უფრო საგანგაშო კი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი მდგრადი არ არის და გამუდმებით იზრდება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯონ აბრაჰამის განცხადებით, 2019 წელს ოკეანე წამში ჰიროსიმას 5 ბომბის აფეთქების ეკვივალენტ სითბოს იღებდა, დღისით თუ ღამით, მთელი 365 დღის განმავლობაში.

თუკი ატომურ ბომბთან შედარებაც ვერ გიქმნით სათანადო წარმოდგენას, 2019 წლის მაჩვენებელი ასევე შეგვიძლია შევადაროთ სხვა შემთხვევას – დედამიწის ყველა მცხოვრებმა რომ 100 თმის საშრობი გამუდმებით მიუშვიროს ოკეანეს.

ამ ყველაფერმა კი, რასაკვირველია, უკვე იქონია უზარმაზარი გავლენა გარემოზე.

ყინული სწრაფად დნება, რაც ზღვის დონის მომატებას იწვევს. კვდება ზღვის უამრავი არსება, რადგან ახალ გარემოს ისინი სწრაფად ვერ ეგუებიან. პლანეტაზე უარყოფით გავლენას ახდენს ამ გათბობის გამო ატმოსფეროში წყლის აორთქლებაც.

„ეს ქარიშხლებსა და ტაიფუნებს უფრო აძლიერებს, ნალექები უფრო ინტენსიური ხდება“, – ამბობს აბრაჰამ ვაისი.

მაჩვენებელი კი გამუდმებით იმატებს. ყოველ ჯერზე, როცა დათბობის საწინააღმდეგო მოქმედებებს ვავადებთ, სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ უარესდება.

კვლევა ჟურნალ Advances in Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნდა.

 

 

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way