USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9623-ით გაიზარდა
Date:  1386

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად-  9 623-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, გარდაიცვალა 53 ადამიანი.

ამ დროისთვის, ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 124 054 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1222-ს შეადგენს. 

კორონავირუსისგან დღევანდელი მონაცემებით სულ 15 013 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კრიტიკულ მდგომარეობაშია 2300 პაციენტი. 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით ერთმანეთს გაუთანაბრდა რუსეთსა და თურქეთში მონაცემები ახალი შემთხვევების კუთხით. თურქეთში 124 375 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა მსხვერპლი თურქეთში ბევრად დიდია- სულ ფიქსირდება გარდაცვალების 3336 შემთხვევა. 

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way