ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი დღეა 9 წლის ბიჭს ეძებენ. ბავშვი სახლიდან გუშინ დილის 11 საათზე გავიდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მდინარის პირას და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბოლოს სწორედ მდინარესთან ნახეს. სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი სამსახურები. მათთან ერთად დაკარგულს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებეს.