USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია
თარიღი:  629

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს შორის ერთ-ერთი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. 59 წლის მამაკაცს აფეთქების შედეგად სხეულისა და სასუნთქი გზების 20 %იანი დამწვრობა აღენიშნება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. გუგა ქაშიბაძის განმარტებით, დანარჩენი ორი დაშავებული კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.

სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების ადგილიდან მეხანძრე-მაშველებმა 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.

აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის