USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Тбилиси
"bm.ge" - არაბულმა Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია ფონიჭალასა და აღთაქლიაში უნდა განახორციელოს
дата:  674

Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ ფონიჭალასა და აღთაქლიაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე - ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც Eagle Hills-მა გამოაქვეყნა. კომპანიის რენდერის თანახმად, ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს.

ორი პროექტი - თბილისთან 590 ჰექტარი და გონიოში 260 ჰექტარი - საინვესტიციო მოცულობა $6 მილიარდი დოლარი

არაბეთის გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპმენტის კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში $6 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც UAE-ში ქართული "ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის თანდასწრებით შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი თავად Eagle Hills-ის მიერ გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, არ მოიცავს მრავალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას და ის საშუალო ზომის ნაგებობებისგან და ვილებისგან იქნება შემდგარი, რომლის ღირებულებაც წინასწარ გაცხადებული გეგმის თანახმად, $6 მილიარდამდე უნდა იყოს. შესაბამისად, საუბარია საშუალო და საშუალოზე მცირე სართულიანობის პროექტებზე, რომელიც ყველაზე მაღალი საფასო კატეგორიის მყიდველებისთვის იქნება გათვლილი.

გამოქვეყნებული რენდერების თანახმად, გონიოში განსახორციელებელი პროექტი მაქსიმუმ 15-16 სართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, მას ასევე იახტკლუბი ექნება. ამასთან, რენდერებში არაა გათვალისწინებული, რომ გონიოს სანაპირო კენჭიანია და ის ქვიშით არის შეცვლილი.

რაც შეეხება თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტს, რენდერებზე მაღალი ინტენსივობის ნაგებობები არც ამ პროექტის შემთხვევაში არ ჩანს. ამასთან პროექტი მდინარე მტკვარზე C-ს ფორმის ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტი ასევე მოიცავს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ახალი გამწვანებული ტერიტორიისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტი უმეტესწილად ვილებს დაეთმობა.

თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტის რენდერი:

კრწანისის ტყე-პარკი ამჟამად - ფოტოები ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს Facebook გვერდიდან, ის არაერთი სახეობის ფრინველის საცხოვრებელს წარმოადგენს:

გონიოს პროექტის რენდერები:

წყარო:https://bm.ge/

мир
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

более
голосование
Кстати