USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბლინკენმა ჩინეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა
თარიღი:  472

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს და ჩაერიოს აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე გარედან გავლენის მოხდენის მცდელობა შეერთებული შტატების მიერ განიხილება როგორც "სრულიად მიუღებლად". ასეთი საფრთხე მოდის არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა სახელმწიფოებიდანაც, დასძინა მან. ბლინკენმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიონ მესამე ქვეყნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.

„ზოგადად, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს გავლენის მოხდენის და შესაძლოა ჩარევის მცდელობებზე. ჩინეთის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, ამიტომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ამჯერად მათ გაიგონეს ჩვენი სიტყვები“, - თქვა ბლინკენმა.

შეერთებულ შტატებს აქვს მტკიცებულება ჩინეთის მცდელობებზე გავლენა მოახდინოს ქვეყნის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში პეკინში მოგზაურობის შემდეგ. ვაშინგტონი "ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ნებისმიერ პოტენციურ ინტერვენციას", თქვა მან.

საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ მტკიცებულებები გავლენის მოხდენის და შესაძლოა ჩარევის მცდელობების შესახებ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ტიპის ქმედებები შეჩერდება რაც შეიძლება სწრაფად“, - თქვა ბლინკენმა.

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის