USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Tbilisi
ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: – „როგორც კი “თიბისი ბანკს” ჩემი ბოლო ქონება – ავჭალაში წყალსადენის ქუჩაზე მდებარე უზარმაზარი ავტობაზა გადავეცი, მამუკა ხაზარაძემ ჩემი თავი იმ დღესვე დააჭერინა”
Date:  2998

2020 წლის 10 ივლისს “ღამის კურიერში” სტუმრობისას ვანო ჩხარტიშვილმა მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და  მამუკა ხაზარაძეს ის დრო გაუხსენა, როცა  ციხეში მყოფ პატიმრებს “თიბისი ბანკიდან” მილიონიან კრედიტებს უფორმებდა და მერე ბიზნესებს ართმევდა. მაგალითებად დასახელდნენ  ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი,  “კონსტანტა ბანკის” გენერალური დირექტორი  თამარ ლებანიძე და კომპანია “მაგნატის” ყოფილი მფლობელი, ჯემალ ლეონიძე, რომელსაც მამუკა ხაზარაძე სწორედ თამარ ლებანიძის, ანზორ ქოქოლაძისა და თამაზ ელიზაშვილის მსგავსად მოექცა. სასამართლომ და პროკურატურამ ერთხმად აღიარეს, რომ ლეონიძეს თიბისი ბანკმა” დიდძალი მატერიალური ზარალი მიაყენა და მისი პატიმრობა განპირობებული იყო პოლიტიკური ნიშნით.

ბიზნესმენმა გაზეთ „ასავალ- დასავალს“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ: „2008 წლის ბოლოს “თიბისი ბანკმა” კომპანია “მაგნატისგან” საბრუნავი თანხების უკან დაბრუნება მოითხოვა, რაც ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. საბრუნავი თანხები მთლიანად დავუბრუნეთ, მაგრამ უსახსროდ დავრჩით და ცოტა ხანში ცხონებული ნოდარ ხადურის პირით, რომელიც მაშინ ჩვენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო, შემოგვითვალა კომპანია მაგნიტში წილის ყიდვა გვინდაო! მამუკა ხაზარაძეს “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისში შევხვდით.

ვინ ესწრებოდა ამ მოლაპარაკებას?

 -შეხვედრას ვესწრებოდით მე, ნოდარ ხადური, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ვახტანგ ბუცხრიკიძე და შუამავალი, რომლის დასახელებაც ახლა საჭირო არ არის. მოკლედ, მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ როგორც კი “თიბისი ბანკს” ჩემი ბოლო ქონება – ავჭალაში წყალსადენის ქუჩაზე მდებარე უზარმაზარი ავტობაზა გადავეცი, მამუკა ხაზარაძემ ჩემი თავი იმ დღესვე დააჭერინა!

ვინ დაგაპატიმრათ და რა ბრალდებით?

-ფინანსურმა პოლიციამ ვითომდა მიწების თაღლითური გზით მითვისების ბრალდებით დამაპატიმრა და 10 წელი და 6 თვე მომისაჯა. ჩემი კომპანია “მაგნატის” მიტაცება მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ კარგად ნაცნობი სქემით განახორციელეს, რომელსაც ისინი სხვა ბიზნესმენების გასანადგურებლადაც იყენებდნენ. კერძოდ, როცა ციხეში ვიყავი, მამუკა ხაზარაძემ ჩემი კომპანიის სახელით გახსნა ტრანზიტული ანგარიში, იმ ანგარიშზე დასვა ის თანხა, რომელიც ჩემი კომპანიისთვის უნდა გადაეხადა – 11 მილიონი დოლარი და მერე ეს თანხა გააქრო. ეს ყველაფერი პროკურატურას გამოძიებული აქვს. სხვათაშორის, 2020 წლის 4 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად მოახდინა ჩემი რეაბილიტაცია და გამამართლა ყველა იმ ბრალდებაში, რის გამოც სააკაშვილმა და ხაზარაძემ ციხეში გამიშვეს!

მაინც რა ქონება წაგართვათ მამუკა ხაზარაძემ? 

– მამუკა ხაზარაძემ, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა 47 ავტოგასამართი სადგური, 4 ნავთობბაზა, 3 რესტორანი, ერთი ლუდის სახდელი ქარხანა, ერთი ღვინის მიკროქარხანა, რამდენიმე ვილა და მცხეთის საცხოვრებელი წამართვეს! ჩემთვის წართმეული კომპანია “მაგნატი” მამუკა ხაზარაძემ პირადად კეზერაშვილს აჩუქა 1 ლარად და დღეს მას “გალფი” ჰქვია!,“-განაცხადა ჯემალ ლეონიძემ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო:http://geosociety.ge/

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way