USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ბიტკოინი რეკორდებს ხსნის
дата:  645

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. ერთი ბიტკოინის ღირებულება 62 ათას დოლარამდე გაიზარდა.

ექსპერტების აზრით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.

ამასთან ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტა, კერძოდ ბიტკოინი, ინვესტიციებისა და გადახდების ინსტრუმენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება. 60 ათასიან ზღვარს ბიტკოინმა მარტში გადააბიჯა, როცა კომპანია „ტესლამ“ და მისმა მფლობელმა ილონ მასკმა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ახლო მომავალში „ტესლას“ პროდუქტი ბიტკოინებზეც გაიყიდოს.

მანამდე ბოიტკოინის ფასი $59 ათასს შეადგენდა.

26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა.

22 თებერვალს ბიტკოინმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. CoinMarketCap-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათში 7,8%-ით გაიზარდა და 56 000 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიულ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

50 000 დოლარიან ნიშნულს ბიტკოინმა 16 თებერვალს გადააჭარბა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати