USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ბილ გეითსმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი გამოაცხადა
дата:  1095

COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მომავალ წელს დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება და ვაქცინაციის მაჩვენებეკი არასაკმარისია. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა, თავის პირად ბლოგში დაწერა,

მან აღიარა, რომ არ ელოდა ასეთი გადამდები ვარიანტის, "დელტას" გამოჩენას და ასევე არ ელოდა, რომ ამდენი ხანი მოუწევდა ხალხის დარწმუნება, აცრილიყვნენ და პირბადეები ეტარებინათ.

”თუმცა, იმედი მაქვს, რომ დასასრული შორს არ არის. სხვა პროგნოზის გაკეთება სისულელე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს დასრულდება”, - განაცხადა მან.

გეითსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შტამი "ომიკრონი" შემაშფოთებელია, გლობალური საზოგადოება ვირუსთან გამკლავებისთვის ახლა უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე წინა ფაზებში.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати