USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ბილ გეითსი თავისი ქონების უდიდეს ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს
თარიღი:  850

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ თითქმის მთელს თავის ქონებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, რომელიც ახლა უკვე ყოფილ ცოლთან, მელინდასთან ერთად დაარსა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

„პრაქტიკულად მთელი ჩემი ქონების ფონდისთვის გადაცემას ვგეგმავ. საბოლოო ჯამში, ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას დავტოვებ. ვალდებული ვარ ჩემი რესურსები საზოგადოებას დავუბრუნო ისეთი ხერხით, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს ადამიანების ტანჯვის შემცირებასა და სიცოცხლის გაუმჯობესებაზე. იმედი მაქვს, რომ სხვები, ვინც ძალიან მდიდარ და პრივილეგირებულ თანამდებობებს იკავებენ, ასევე გადადგამენ ამ ნაბიჯს“, - დაწერა გეითსმა Twitter-ზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიომ რამდენიმე საშინელ დარტყმა გადაიტანა, მათ შორის კორონავირუსის პანდემია და ომი უკრაინაში, რამაც ბევრი ადამიანი დათრგუნა და დააფიქრა იმაზე გახდება თუ არა სამყარო უარესი.

„მაგრამ მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღიარა გეითსმა და დასძინა, რომ ზარალის ანაზღაურება და პროგრესისკენ დაბრუნება შესაძლებელია.

ბილ და მელინდა გეითსებმა საქველმოქმედო ფონდი 2000 წელს დააარსეს, ფონდის რესურსების ნახევარი წყვილს ინვესტორმა უორენ ბაფეტმა გამოუყო. ყოველწლიურად ფონდი ქველმოქმედებაზე 6 მილიარდ დოლარს ხარჯავდა, თუმცა ახლა ეს თანხა 9 მილიარდამდე გაიზარდა. ამისთვის, გეითსმა ფონდში 20 მილიარდი უკვე გადარიცხა.

Bloomberg-ის მონაცემებით, გეითსის ქონება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის