USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ბილ გეითსი: პანდემიამ შეიძლება წარმოქმნას ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელი იქნება
дата:  813

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო მომავალი პანდემიის თავიდან ასაცილებლად და შესაძლოა, მიმდინარე პანდემიის ყველაზე უარესი სცენარი ჯერ არ მომხდარა.

„ველურად მეჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს ტრაგედია და არ განვახორციელოთ ინვესტიციები მსოფლიოს მოქალაქეების სახელით“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ის ასევე შეშფოთებულია კორონავირუსის პანდემიის მომავლის გამო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი დაფინანსება საერთოდ არ არის სერიოზული, როდესაც საქმე პანდემიას ეხება. ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ამ პანდემიამ შეიძლება წარმოქმნას ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელი იქნება“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати