USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
ბილ გეიტსი: კორონავირუსის პანდემიის დასრულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე მარტივია
дата:  883

კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება კაცობრიობის ყველაზე საოცარი მიღწევა იქნება, - ამის შესახებ ბილ გეიტსმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, Microsoft-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულება „ძალიან, ძალიან მარტივი“ იქნება. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ეხება გეიტსის ახალი წიგნი „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა“. მასში მილიარდერი პრობლემის გადაწყვეტის გზებზე საუბრობს. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად კაცობრიობა ატმოსფეროში 51 მილიარდ ტონა სათბურის გაზს აგდებს. გეიტსის თქმით, ეს მაჩვენებელი ნულამდე უნდა დაიწიოს და ეს მომდევნო 30 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

მისი აზრით, კაცობრიობა ენერგიის განახლებად წყაროებზე უნდა გადავიდეს, ეს ცვლილებები კი მთავრობებმა უნდა დაიწყონ. „ფასების მეშვეობით უნდა ვანიშნოთ კერძო სექტორს, რომ მწვანე პროდუქტები გვინდა“, - აცხადებს გეიტსი. მილიარდერი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეკვატორთან ცხოვრობს. მილიარდერი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელობა უნდა გაიაზროს.

წყარო: https://www.bbc.com/

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати