USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
ბილ გეითსი - მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა საშიშია
Date:  741

  მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა ზუსტად ისეა საშიში, როგორც ეს ჟღერს, – ასე გამოეხმაურა კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს. ბილ გეითსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. „მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა ზუსტად ისეა საშიში, როგორც ჟღერს. მათი საქმეა, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება შემცირდეს და თუ ეს საქმე შეჩერდება, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ ჩაანაცვლებს. მსოფლიოს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, – წერს ბილ გეითსი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way