USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ბილ გეიტსი - მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა ხელოვნური ხორცით უნდა იკვებებოდეს
თარიღი:  619

მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ მდიდარი ქვეყნების მცხოვრებლებმა მხოლოდ სინთეტიკური ხორცი უნდა გამოიყენონ, რათა ატმოსფეროში კლიმატის ცვლილებების გამომწვევი სათბურის გაზების გამოყოფა შეამცირონ. ამის შესახებ გეიტსი თავის ახალ წიგნში „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა“ წერს.

გეიტსი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში არა მარტო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, არამედ პოლიტიკური ნებაც არის საჭირო. ამიტომ Microsoft-ის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ მთავრობებმა ნახშირორჟანგის გამოყოფაზე ტარიფები უნდა გაზარდონ და მწვანე ენერგიაში მეტი ინვესტიცია განახორციელონ, მათ შორის ხელოვნური ხორცის წარმოების სფეროში.

„არა მგონია, რომ 80 უღარიბესი ქვეყანა სინთეტიკურ საქონლის ხორცზე გადავა. ვფიქრობ, რომ ამ პროდუქტზე ყველა მდიდარი ქვეყანა 100%-ით უნდა გადავიდეს. გემოს განსხვავებასთან შეჩვევა შეიძლება“, - წერს გეიტსი.

ამასთან, მილიარდერი კომპანიების Beyond Meat და Memphis Meats ინვესტორია, რომლებიც ხორცს ლაბორატორიებში აწარმოებენ. გასული წლის დეკემბერში ამერიკულმა კომპანიამ Eat Just სინგაპურში ხელოვნური „ქათმის ხორცის“ გაყიდვის ნებართვა მიიღო.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის