USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
ბიძინა კულუმბეგოვი: საავადმყოფო სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ჟანგბადი, ყველა სხვა პაციენტი უნდა იყოს ბინაზე
дата:  1221

ჩვენ შეუსაბამობა გვაქვს დაავადებულ პაციენტებს შორის მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს შორის და რეანიმაციულ საწოლებს შორის. ბუნებრივად დგება ამ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი აზრით, საქართველოში ეპიდვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

„ერთადერთი, მსოფლიოში ქვეყნები მსჯელობენ და დავობენ, ეს ადრე ხომ არ ჯობდა, ხომ არ გვიანდება. რასაკვირველია, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ლოკდაუნი და შეზღუდვები გვჭირდება თუ არა, ეს არის უბრალოდ ობიექტური მოცემულობა. სახელმწიფო ვერ დაელოდება, ადამიანები სახლში ჟანგბადის გარეშე როდის გარდაიცვლებიან. ამის დაშვება უბრალოდ არ შეიძლება. ამიტომ, სამწუხაროდ, ვუახლოვდებით კრიტიკულ ზღვარს იმიტომ, რომ დღითიდღე რთულდება პაციენტების ჰოსპიტალში მოთავსება“, - ამბობს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, არის ფაქტები, როდესაც მოქალაქეები იმ შემთხვევაშიც კი ცდილობენ ახლობლების კლინიკაში მოთავსებას, როდესაც ეს აუცილებელი არ არის.

„რეალურად საავადმყოფო სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ჟანგბადი. ყველა სხვა პაციენტი უნდა იყოს ბინაზე. მაგრამ ეს ძალიან რთულია ჯერჯერობით საქართველოში. 35%-ზე მეტი რჩება საავადმყოფოში, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი არის 15%-დან მაქსიმუმ 20%-მდე“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати