USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენ სერიოზული რისკის და დარტყმის ქვეშ ვართ
Date:  221

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების მოცულობებზე გადაცემა Forbes Talks-ში საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა სერიოზული რისკი და დარტყმის ქვეშაა.

მისი ინფორმაციით, საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობებითა და სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს და აცხადებს, რომ ეს რიცხვები დათვლადია. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიდ ქალაქებში კოვიდ-გადატანილთა იმუნური ფენა ინფიცირების კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელებისგან გვიცავს.

„საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მხოლოდ ერთი ქვეყანა გვისწრებს, მეორე საქართველოა და მერე ბოცვანა და ფიჯია. სიკვდილიანობითაც 1 მლნ მოსახლეზე მსგავსი ავადობის მასშტაბით შესაბამისი პროპორციულობით სიკვდილიანობა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში აღარ ფიქსირდება, იგივე ქვეყნებშია ბოცვანა, კუბა და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული რისკის და დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დათვლადია. ეს თავიდანვე უნდა გვცოდნოდა ჩვენ რადგან ამ ვირუსმა გამოავლინა - მას აქვს გარკვეული ფლუქტუაცია - ოსცილაცია 3 თვე ინფიცირების შემთხვევები მატება, 3 თვეში მეტ-ნაკლები სტაბილურობა 3 თვე ისევ აღმავლობა. წელიწადის 6 თვე პანდემია ზედა რეგისტრშია და შემდეგ ქვემოთ ჩამოდის. თან დელტა შტამი, რომლითაც ერთ ადამიანს 8-9 ადამიანის ინფიცირება შეუძლია, ანუ ჩუტყვავილას გავრცელების მასშტაბებს მიუახლოვდა და ერთადერთი ინფექცია პლანეტაზე დარჩა წითელა, რომელიც უფრო მეტად გადამდებია.

თუმცა ერთია - კოვიდ-გადატანილთა იმუნური ფენა ქალაქებში ალბათ 40% მაინც იქნება, მე ასე მგონია, რადგან ეს კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბათუმში და თბილისში უცებ რომ 20 000 დაავადებული მივიღოთ ამისგან გადატანილთა იმუნური ფენა გვიცავს, რადგან ვირუსი, სადაც იმუნურს შეხვდება გადაცემათა ჯაჭვი წყდება. ღმერთის და ამის იმედად ვართ, რომ შეიძლება განვლილმა ტალღებმა ინფიცირების კატასტროფული ზრდისგან დაგვიცვას“, - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way