USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
ბიძინა კულუმბეგოვი - 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტიაა
Date:  320

მშობლების თანხმობით 12-15 წლის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია, რაც უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტიაა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამის გააზრებიდან გამომდინარე ყველას მოვუწოდებთ, რომ მოზარდების აცრა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს და შემდეგი წელიც არ იყოს მხოლოდ ონლაინ, რაც განათლების ხარისხზე მოგეხსენებათ როგორ უარყოფითად აისახება,“- აღნიშნა კულუმბეგოვმა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად იქნება შესაძლებელი.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way