USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ბიძინა ივანიშვილმა "ლაგუნა ვერე" გაყიდა - მყიდველი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მარიკა ვერუაშვილია
дата:  3250

„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა - ინფორმაციას ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს, სადაც ასევე წერს, რომ ქონების მყიდველი შპს "ნეო სითი დეველოპმენტია“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში არსებული 12 665 კვ.მ.-ის ქონების მომავალი მესაკუთრე „ნეო სითი დეველოპმენტია“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

შპს ნეო სითი დეველოპმენტი კი 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მმართველი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.

უნდა აღინიშნოს, რომ „ლაგუნა ვერეს“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუა".

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати