USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ბიძინა ივანიშვილის სიტყვა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ოცეულის პრეზენტაციაზე
дата:  1104

მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის უცეულისპრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის დამფუძვენელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მადლობა გადაუხადა გულითადი მხარდაჭერისთვის, რომელაც მისი სიტყვებით, სულ გრძნობს.

 

მან სიტყვით გამოსვლისისას პარტიის ღირსებები ჩამოთვალა და აღანიშნა, რომ ამ პარტიის შექმნის იდეა არის ის, რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, „სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით“.

ბიძინა ივანიშვილმა პარტუილი სიის ოცეული დაახასიათა როგორც, სირთულეებთან გამკვავების შემძლე, მოტოვირებულ პროფესიონალთა გუნდი.

"ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი. თითოეული მათგანი მზად არის ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და განსაცდელს აარიდონ ხალხი და ქვეყანა.",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ოპონენტების შეფასებისას, მან თქვა, რომ საქმის მკეთებელმა იცის შრომის ფასი, კრიტიკა კი იოლი საქმეა.

„ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს ქართული ოცნება.“

მან ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლის შექმნის პროცესშიც მისი თქმით, ჩუმ პოლიტიკას ირჩევდნენ და ასე აპირებს მომავლაშიც "ქართული ოცნების" გუნდი „საქმის ჩუმად კეთებას“

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რომლის სიტყვასაც თან ახლა თანაგუნდელთა და ღონისძიების დამსწრე საზოგადო მოღვაწეთა ტაში.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით, გამოსვლის დასასრულს საზოგადოებას მიულოვა საქართველოს რაგბის ნაკრების მოხვდა „8 ერის“ ტურნირში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати