USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
Тбилиси
ბიჭვინთის მოზაიკა
дата:  2599

ბიჭვინთის მოზაიკა — V საუკუნის მოზაიკური მხატვრობა, რომლითაც შემკული იყო IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის იატაკი (ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს). შედარებით უკეთ იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი და შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქული აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ. თავისი ხასიათით ბიჭვინთის მოზაიკა უახლოვდება მახლობელი აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების სირიისა და პალესტინის მოზაიკურ მხატვრობას. საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამია, ე. წ. "ქრიზმა", შემკული "ალფა" და "ომეგას" ნიშნით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რომელიც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზოციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავილებული და ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებებით. კომპოზოცოა გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტით (რომბები, ნახევრად რომბები, წრეები). ნართექსის მოზაიკა დეკორატიული ხასიათისაა. გრეხილებისაგან შექმნილ სხვადასხვა ფორმის მცირე არეებში ჩასმულია ფრინველებისა და თევზების მოზაიკური ფიგურები. კარიბჭესთან გამოსახულია შადრევანი და აქეთ-იქიდან ფრინველები. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ფრაგმენტებად შემორჩენილია ირმებისა და შვლის ნუკრის გამოსახულებები.

საქართველოში მოზაიკის გავრცელებას მოწმობს უკანასკნელ წლებში აღმოჩენილი  იატაკების ფრაგმენტები ბიჭვინთაში, შუხუთში, ძალისაში, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი. იატაკი აღმოჩნდა სამნავიანი შვერილ აფსიდიანი ბაზილიკაში. როგორც გაირკვა, მოზაიკა არ ეკუთვნოდა ამ ტაძარს, არამედ უფრო ძველს, რომელზედაც აგებული იყო ტაძარი. მოზაიკის ნაწილი განადგურებულია შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით იატაკი დაყოფილი ყოფილა სხვადასხვა ზომის სექტორებად, რომელთაც ჰქონდა საკუთარი ჩარჩო ან ჩუქურთმიანი ბორდიური. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეციის ფორმის ამაღლებული ბაქანზე გამოსახულია მედალიონი ქრისტე პანტოკრატორის მონოგრამით. კუთხეებში მას ერთვის ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები - ალფა და ომეგა, რაც შეესატყვისება ცნობილ ფრაზას - "მე ვარ ალფა და ომეგა...იტყვის უფალი...პანოს კუთხეებში გამოსახულია ხოხბები ბროწეულის ტოტებზე. ფრინველები მორწმუნეთა სულის აღმნიშვნელია, ხოლო ბროწეულის ნაყოფი, ქრისტიანულ რელიაში ზიარების პურის მცნების გამოხატულებაა. მთელი კომპოზიცია მოჩარჩოებულია ფართო აკანთული არშიით, რომლის შუა ხვეულში ჩართულია ბერძნული ქტიტორული წარწერა - "სალოცველად ორელისა და ყოვლისა სახლისა მისისა"... წარწერის ორსავე მხარის აკანთის ფოთლებში მოთავსებულია ფრინველები (მტრედები), ბროწეულის ყვავილები და ნაყოფი ძროხისა და ხბოს გამოსახულება, რაც სხვაგან არ გვხვდება და შეიძლება ადგილობრივი ძველი ტრადიციების გამოძახილი იყოს. საკურთხევლის აღმოსავლეთის კედელთან მოთავსებულია მეორე მნიშვნელოგანი კომპოზიცია - შადრევანი ირმებით, ან სიცოცხლის შადრევანი. პანო მოჩარჩოებულია ტალღისებრი ორნამენტის ზოლით. ცენტრში გამოსახულია მაღალი კენაფის ტიპის ჭურჭელი, რომლის შუაგულიდან გამოზრდილია ფიჭვის გირჩი, საიდანაც ორივე მხარეს წყლის ნაკადი გადმოდის. შადრევნის ორივე მხარეს გამოსახულია წყლისკენ მიმართული ირმები და ფრინველები. მარჯვნივ ფურ-ირემია შვლით, მარცხნივ ხარ-ირემი, რომლის ზურგთან მოზრდილი ფრინველია. თავისუფალი არე ყველგან შევსებულია ფრინველებითა და აყვავებული ტოტებით. ამასთანავე, ყველა სილუეტი დაკავშირებულია ერთმანეთთან, უპასუხებენ მოხაზულობას. ყველა ნაკვთი სიბრტყეზეა განრთხმული და დამთვარიელებლის მზერას ითვალისწინებს. ამ კომპოზიციაში მკვლევარნი ხედავენ ნათლისღებისა ან ზიარების მცნებას, ან ღვთის სამწყსოს - სამოთხეს, რაც გაამართლებდა აქ ფრინველების, თევზების, მცენარეების არსებობას. ყველაზე უკეთ შემორჩენილია მოზაიკური იატაკი ტაძრის ნართექსში, სადაც ადრე სანათლავი ყოფილა. ამ უკანასკნელის მთელი ფართობი მოჩარჩოებული ყოფილა, ფართო მოზაიკური ზოლით. მისი არე დაყოფილია სექტორებად, სადაც მოთავსებულია ფრინველები, თევზები, ბატკანი და გეომეტრიული ნაკვთები. სანათლავის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია მოზრდილი პანო. აქ ორი, წაგრძელებული ოქტოგონის გადაჯვარედინებით იქმნება ხალიჩისებური ორნამენტი. გადაჯვარედინების ცენტრებში ჩაწერილია ჯვარი.

ხოლო გვერდებზე წრიულ არეებში - პატარა ჩიტი ან თევზებია. პანოს გეომეტრიული ნახატი და თოკისებრი წნული, მომრგვალებული ლილვი შესრულებულია ცისარტყელას სტილით. მეორე, გვერდით მდებარე კომპოზიცია კვლავ "სიცოცხლის შადრევანს" წარმოადგენს - ელინისტური კანფარის მსგავსი ლარნაკის სახით. ლარნაკს აქვს მაღალი, ქვემოთ გაფართოებული ფეხი, რომელზეც მოთავსებულია წყლით სავსე ემბაზი. აქედან აღმართულია წითელი ფერის ღერო დაგვირგვინებული ფიჭვის გირჩით. შადრევნიდან უხვად გადმოდის წყალი, რომელსაც ეწაფებიან ლარნაკის კიდეზე შემომჯდარი მტრედები. შადრევნის ფეხის ორსავე მხარეს დგანან დიდი ფრინველები (ფარშევანგები). თვით ლარნაკის კორპუსზე გამოსახულია ადამიანის ნაკვთები ორანტას პოზაში, ზედა ზოლი კი შემკულია წითელი ბირთვებით. ამგვარად გამოსახულია ოქროს კანთაროსი რელიეფებით და მოჭედილი ძვირფასი ქვებით და ოქროს გირჩით, რასაც მოწმობს მისი ყვითელი ფერი თეთრი ათინათით. ყვითელი ფერისაა თვით ლარნაკიც და თეთრი ელვარება ავლენს მის მრგვალ ფორმას. საერთოდ ფერადოვანი გამა აქ მდიდარია და მოხდენილი. წყალი ლურჯია, ფრინველების ნაკვთები ყვითელ და ვარდისფერ ნაზ ტონებშია შესრულებული. მათი ფეხები და ნისკარტები კაშკაშა წითელი ფერისაა. მთლიანად ნახატი ოსტატურია, თავისუფალი და დაკავშირებული ძველ ელინისტურ ტრადიციებთან. ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებული უნდა იყოს VI საუკუნის დასაწყისში გამოცდილი და ნიჭიერი ოსტატების მიერ. უცილობლად მნიშვნელოვანია, რომ აქ ვლინდება ელინისტური ტრადიციები, აღმოსავლეთ ქრისტიანული (ანტიოქია) და ადგილობრივი ტრადიციების შერწყმა.

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати