USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Tbilisi
ბიჭები კაბინეტებიდან ვერ გრძნობენ რამდენად მტკივნეულია, როდესაც კოტრდება კომპანია - ლაშა პაპაშვილი
Date:  753

ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი 2020 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ აჯამებს და აცხადებს, რომ  ეს წელი ურთულესი იყო, რადგან კორონავირუსის პანდემიას თან დაერთო ლარის გაუფასურება, რამაც ბიზნესზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა.

 „ფსკერზე არ ვართ, ვტივტივებთ“ - ლაშა პაპაშვილის  განცხადებით,დღეს ბიზნესი სწორედ ამ მდგომარეობაშია.

 მისი შეფასებით, მთავარია ის, რომ 2020 წელი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, უკან არის. გამოჩნდა ვაქცინა, შედარებით გამყარდა ლარი და ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნებულ უნდა იქნას.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ეს. ახლა რეზერვების დრო არ არის. რეზერვები სწორედ იმისთვის იქმნება, რომ უკუდურესად კრიტიკულ დროს გამოიყენოს ქვეყანამ. ბიჭები კაბინეტებიდან ვერ გრნობენ რამდენად მტკივნეულია, როდესაც კოტრდება კომპანია, ეს არის ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი. მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელსაც ძლივს ვქმნით, არ უნდა დავკარგოთ,“ - აცხადებს პაპაშვილი.

მისივე განმარტებით, წელს ყველაზე მეტად HoReCa სექტორი დაზარალდა, ეს სექტორი პრაქტიკულად ნულზეა.

წყარო:https://commersant.ge/

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way