USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
„ბიბისი“ - ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა
дата:  1660

  ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1 209-ით შეიცვალა და 2 869-მდე გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50 %-იანი ზრდაა. ხელისუფლება განმარტავს, უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან დაემატა საავადმყოფოებს გარეთ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია, ასევე ზოგიერთი დაგვიანებული მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების შესახებ მონაცემები საჯაროდ ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ბიბისის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის 50%-ით გაზრდა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით ეჭვებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

წყარო: bbc.com

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати