USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ბეჟან გონაშვილმა თიბისის ფინანსური მხარდაჭერით კახეთში ოთხი ფერმა ააშენა
თარიღი:  1526

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, ფერმერებს ამ სეზონზე განსაკუთრებით ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი, იმისათვის, რომ წელი წარმატებული იყო, მნიშვნელოვანია როგორი იქნება წლის დასაწყისი. 

ბეჟან გონაშვილს, რომელიც  კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მესაქონლეობას ეწევა, წინ დატვირთული სეზონი ელის. რაიონში არსებულ 4 ფერმაში ბეჟან გონაშვილს 4000-მდე ცხვარი და 200-მდე მსხვილფეხანი პირუტყვი ჰყავს, ფარა ზამთრის საძოვარზე მდინარე ივრის პირას, დალის მთაზე დაჰყავს. 

 

ფერმერმა თიბისის ფინანსური მხარდაჭერითა და შეღავათიანი აგრო-კრედიტის გამოყენებით შეძლო რაიონში ოთხივე ფერმის აშენება და ასევე, სასაწყობო მეურნეობის გამართვა, სადაც საქონლისთვის საჭირო საკვებს ინახავენ. 

„დედოფლისწყაროში, მდინარე ივრის პირზე მდებარეობს დალის მთა, სადაც ცხვარი და მსხვილფეხა პირუტყვი გამოსაზამთრებლად მიგვყავს.  ჩვენს ფარაში 4000 -მდე ცხვარია, ამიტომ სეზონურად ამაში 12-დან 28 ადამიანამდე მეხმარება. ზოგადად ჩვენს რაიონში მესაქონლეობა წამყვანი საქმიანობაა და ეს დარგი წლიდან წლამდე ვითარდება,“ - ბეჟან გონაშვილი, „დალი მთა +“ - ის დამფუძნებელი და დირექტორი. 

 

ამ საქმიანობით გონაშვილების ოჯახი 1992 წლიდან არის დაკავებული. მიღებული მატყლის და საქონლის ხორცის რეალიზაცია ბაზარზე ახდენენ. უკვე რამდენიმე წელია გონაშვილების ფერმაში წარმოებული ხორცი მარკეტები ქსელ „წერტში“ იყიდება, როგორც ბეჟან გონაშვილი ამბობს, ამჟამად მათი პროდუქცია მხოლოდ „წერტში“ იყიდება. 

გაიგე მეტი თიბისის აგრო სესხის შესახებ - https://link.tbc.ge/Agro-Business

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის