USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბესიკ ლაგვილავა - ვაშინგტონში "კომენდანტის საათი" 2006 წლიდან არის გამოცხადებული
дата:  1490

იცოდით, რომ 2006 წლიდან ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში მუდმივად გამოცხადებულია "კომენდანტის საათი"?

არ იცოდით?

თუ ღამით გასერინებას გადაწყვეტთ, ნუ წახვალთ აღმოსავლეთით მე-20 ქუჩის მიღმა... ეს აფროამერიკელების ზონაა. თუკი შემთხვევით იქ აღმოჩნდით, საჭიროა კარგი სირბილის უნარი! თუმცა, შავკანიანები ისე კარგად დარბიან - გაგიჭირდებათ გაქცევა! - სიცილით გვითხრა ჩვენმა გიდმა, - ბედნიერება იქნება, თუკი იქიდან ცოცხალი გამოაღწევთ.

ეს გიდი თუ სპეცსამსახურის თანამშომელი არაერთხელ წავიყვანეთ ბარში, სადაც ჩვენი ახალგაზრდა შავკანიანი ბარმენი მეგობარი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი აიზია სასმელით გვიმასპინძლდებოდა .

ამ ბარს თავისი მუღამი ჰქონდა. აიზია იატაკზე ყრიდა არაქისს და ეს არაქისი ტკაცა-ტკუცით სკდებოდა, როცა მოცეკვავეები მასზე დახტოდნენ.

პოპულარული, სიმპათიური და მონდომებული მულატი კაცი იყო, ჩვენი მეგობარი აიზია.თავისუფალ დროს თან წიგნებს კითხულობდა ბართან, თან დაუგვიანებლად უსხამდა ყველას სასმელს და თან გოგოები უხტებოდნენ კალთაში... გოგოს თმებს გადაწევდა და... აგრძელებდა წიგნის კითხვას.

ჩვენ ამ ბარში პირველი შესვლისას, სარაჯიშვილის კონიაკი ვაჩუქეთ და პატივს გვცემდა.. იმდენად, რომ ერთხელ ორი გოგონა, გამოგვიგზავნა, რომლებიც იატაკზე ხოხვით და იქ დაყრილი არაქისის ტკაცუნით მოიწევდნენ ჩვენი მაგიდისკენ ... თუმცა, ამაზე ადრე დავწერე და ახლა აღარ გავიმეორებ.

ჩვენ "ამერიკის სტუმრების" სტატუსით ვიყავით ამერიკაში ჩასულები და ჯორჯტაუნის საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტში, ვისმენდით მეტად საინტერესო ლექციების კურსს სახელმწიფო მმართველობაზე.

ამერიკის დედაქალაქი ვაშინგტონი ყოველთვის ითვლებოდა ამერიკის ყველაზე კრიმინალურ ქალაქად. ის პირველობას არავის უთმობდა, არც მკვლელობების და არც ნარკოდანაშაულის დონით. საქმე იმაშია, რომ ვაშინგტონის მოქალაქეთა შორის, ძალიან მაღალი იყო აფროამერიკელი მოსახლეობის წილი.

ამერიკაში ჩემი პირველად ჩასვლის დროს ქალაქის მერი იყო ცნობილი შავკანიანი მერი მარიონ ბერი, რომელიც ქალაქს ხელმძღვანელობდა 1979 წლიდამ 1990 წლამდე, მანამ სანამ გამოძიების ფედერალური ბიურო Federal Bureau of Investigation (FBI) საკუთარ კაბინეტში არ აიყვანდა - ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით...

და ეს მერი ციხიდან გამოსვლისთანავე ისევ ქალაქის მერი გახდა და ქალაქს მერობდა 1995-დან 1999 წლამდე.

მას ქალაქის "მუდმივ მერს" ეძახდნენ.

რატომ ირჩევდნენ ვაშინგტონის მოქალაქეები ასეთ მერს?. იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა შავკანიანი იყო და თან.. ეს მერიც მათი დიდი ნაწილის მსგავსად... თავადაც, ნარკოტიკების გამსაღებელი ანუ მათნაირი - "ჩვენი ბიჭი" იყო...

ეს არის დემოკრატია. მასზე უკეთესი მმართველობის ფორმა ჯერ ადამიანს არ მოუგონია... მაგრამ.ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დემოკრატია სრულყოფილი მმართველიბის ფორმაა.

პირველად, ამერიკაში 1998 წელს ჩავედი. ეს იყო ამერიკის აყვავების ხანა, რომელიც მომავალაში ძნელად თუ გამეორდება!

რეიგანის დროს დაწყებული ეკონომიკური პოლიტიკის მიერ გამოწვეულმა აღმავლობამ კლინტონის ადმინისტრაციის დროს აპოგეას მიაღწია.

ბოლო ორი ათწლეულებისგან განსხვავებით, მაშინ ამერიკას ჰქონდა პროფიციტური ბიუჯეტი და ეს პროფიციტი 200 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. მსჯელობდნენ რაში დაეხარჯათ ეს ხარჯებს ზემოთ დარჩენილი თანხა.

კლინტონს ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტები მოეჩვენა და სასწრაფოდ NASA-ს 500 მილიონი დოლარით გაუზარდა დაფინანსება ამ მოვლენების შესასწავლად!

კონგრესის საბიუჯეტო ოფისში და პრეზიდენტის აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას მათ გვითხრეს, რომ აპირებდნენ, უკან დაებრუებინათ ფული ამომრჩევლისთვის ანუ შეემცირებინათ გადასახადები.

ეს ხანა ამერიკის ისტორიაში შემდეგ აღარ განმეორებულა...

თქვენ რომ გგონიათ ქართველ გზისმშენებელთა აღმოჩენაა დაკერებული ასფალტი?! ეს ასე არ არის... ის ვაშინგტონში მოიგონეს!

მიუხედავად ამისა, რომ ამერიკა ყვაოდა და ვაშინგტონი (District of Columbia) ამერიკის დედაქალაქი იყო მაშინაც, როგორც დღეს - ის მაშინ იყო ერთადერთი ქალაქი... დაკარებული ასფალტით და გზების "ორმული" შეკეთებით!

იმდენად არაკომპეტენტური იყო ქალაქის მმართველობა, რომ გაზეთმა The Washington Monthly-მ მარიონ ბერი ამერიკის თვითმმართველობების მმართველთა შორის, ყველაზე უარეს მმართველად დაასახელა, ხოლო კონგრესმა ბიუჯეტის თანხების უმიზნო ხარჯვის გამო, სპეციალური "ბილით" ფინანსების მართვის უფლება წაართვა ვაშინგტონის მერს და გადასცა კონგრესის სპეციალურ კომისიას.

ამბობდნენ, ქალაქის მერი თავის ნარკომან ძმაკაცებს პრობლემის გარეშე ურიგებდაო ფულს!

როცა მარიონ ბერი დაიჭირეს, მის ნაცვლად აირჩიეს ისევ შავკანიანი ქალი, რომელიც ასევე ვერ გამოირჩა კარგი მენეჯმენტით და მარიონ ბერის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის ძველი ციხიდან გამოსული მერი აირჩიეს ქალაქის თავად...

გასაკვირი არ არის, რომ ქალაქს ახლაც შავკანიანი მერი ქალბატონი ყავს, რომლის საქმიანობის შესახებაც ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან 2003 წლის შემდეგ ამერიკაში არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი... თუმცა, ფაქტია, ქალაქს - შავკანიანების "ნება" და "არჩევანი" აკონტროლებს.

როგორ მოხდა, რომ ამერიკის დედაქალაქის მერების უმრავლესობა შავკანიანი იყო?! რატომ ყავდა ქალაქს ესოდენ ცუდი მმართველები?!

მიზეზი მარტივია! ამერიკის დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი შავკანიანია, მაგრამ ეს არაფერია... წარმოგიდგენიათ, რომ დიდი ამერიკის დედაქალაქის მოსახლეობის საკმაო ნაწილი "ფუნქციონალურად გაუნათლებელია"?!

რას ნიშნავს "ფუნქციონალურად გაუნათლებელი"? გაგიკვირდებათ, მაგრამ " ფუნქციონალურად გაუნათლებელ" ადამიანს არ შეუძლია წერა და კითხვა იმ დონეზე, რომ შეასრულოს უმარტივესი საზოგადოებრივი ამოცანა! მაგალითად, მას არ შეუძლია, წაიკითხოს ინსტრუქცია, მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია... ნაწილობრივ ამას უკავშირებენ იმიგრანტებს, თუმცა. უმეტესად ამას უკავშირებენ შავკანიანი მოსახლეობის მენტალობას...

მისი დიდი ბაბუა - მონა იყო! ბაბუა და მამა ნარკოტიკების გამსაღებელი... ეს კი აგრძელებს წინაპართა გზას - მწარე ღიმილით აგვიხსნა ჩვენმა გიდმა...

როცა ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარია (ფუნქციონალურად გაუნათლებელია) რა გზა რჩება მას გარდა იმისა, რომ გავიდეს ქუჩაში, ყიდოს ნარკოტიკები, იქურდოს, იყაჩაღოს და თესოს ძალადობა?

სწორედ ამიტომ იყო ვაშინგტონი ამერიკის ერთთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქი.

პოლიცია ფაქტიურად ვერ აკონტროლებს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს. აქ თეთრი ადამიანი მხოლოდ თავისი ფეხის ან მანქანის სისწრაფის იმედზე უნდა იყოს!

არ ვიცი, გინახავთ თუ არა, ნამდვილ ისტორიაზე დამყარებული ფილმი, სადაც საღამოს ნიუ-იორკის "შავ უბანში" შეცდომით მოხვედრილი თეთრკანიანი, რომელსაც გაძარცვას მოუნდომებენ შავკანიანი ბიჭები გაქცევისას მანქანით დაეჯახება ერთს და ის ერთი კვდება... შემდეგ ეს მოკლული ბანდიტი იქცევა "გმირად", რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ! ხალხი ქუჩაში გამოდის! უნებლიე მკვლელს, რომელმაც თავის შველისას მოკლა ახალგაზრდა ბანდიტი, გამოაცხადებენ რასისტად, მის სისატიკეზე, ცუდკაცობაზე ტელევიზიებით ლეგენდებს ყვებიან.. მას ეჭვის თვალით უყურებენ ყველა - ახლობელი ადამიანების ჩათვლით; ტელერეპორტიორები, დევნას მოუწყობენ უნებლიე მკვლელს; ზანგების ეკლესიაში მოკლულს ლამის უმანკო ანგელოზად მოიხსენიებს და რასისტი მკვლელის ბოროტებაზე მგზნებარედ ქადაგებს შავკანიანი ხარბი მოძღვარი და პარალელურად, შავკანიანთა უფლებების დამცველი, რომელიც სიტუაციის მოსაგვარებლად დიდ ფულს მოსთხოვს უნებლიე მკვლელს! ... ქუჩაში გამოსვლებს აწყობენ და ფანჯრებს და ვიტრინებს ამტვრევენ შავკანიანი მომიტინგეები!

საინტერესო ფილმია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ვაშინგტონში გუშინ საგანფებო მდგომარეობა გამოცხადდა!

თუმცა, ახლანდელი შემთხვევის ანტიგმირი - "მოძალადე პოლიციელი" არ გავს ფილმის "უნებლიე მკვლელს" ყველაფერი დანარჩენი, ზუსტად იგივე ფილმის სცენარით ვითადება... ოღონდ, ამჯერად ძალიან დიდი, მთლიანად ნაციონალური მასშტაბით!

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სიტყვა "ნეგრის" ხსენებაზე შესაძლოა დაგაჯარიმონ ან დაგიჭირონ, მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლებმა ძველ წიგნებში დაიწყეს "ნეგრის" (ზანგის) ჩანაცვლება "აფროამერიკელით" რასობრივი სეგრეგაციის პრობლემა დარჩა...

ვითომ სასაცილოა შექსპირის ჩასწორება და "აფროამერიკელი ოტელო?"

ნეოლიბერალურმა მულტიკულტურალიზმმა თავად მულტიკულტურულ ამერიკაშიც კავკასიურ და შავ რასას შორის ურთიერთობაში წაიტეხა ფეხი...

ევროპაში არ მოხდა თურქთა, აფრიკელთა და არაბთა სოციალური ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობაში...

როცა არაბების უბანში გავდივარ, ვცდილობ - ჩქარა გავიარო, მითხრა ჩემმა ჰოლანდიელმა მეგობარმა ქალმა, - ისინი ენასაც კი არ სწავლობენ. "ტახარუშ გამეაც" მოგონილი არ იყო!

"ტახარუშ გამეა" ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩამოსულთა ევროპელ ქალებზე საჯარო სექსუალურ ძალადობას ეწოდა, რომლის ტალღამაც რამდენიმე წლის წინ მთელ ევროპას გადაუარა.

ჩვენ საქართველოშიც ვხედავთ , რომ ვერ მოხდა არათუ ჩვენს ქვეყანაში ახლადჩამოსული არაბების, ირანელების და თურქების ინტეგრაცია ვერ მოხდა საქართველოში საუკუნების განმავლობაში მცხოვრები არაქართული ეთნოსის წარმომადგენელთა ინტეგრაცია!

"სეგრეგაცია" თუ "ინტეგრაცია"? რა თქმა უნდა, არჩევანი ინტეგრაციის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს... რომ გვინდოდეს კიდეც ჩვენ ქართველები სეგრეგაციის გზით ვერ წავალთ!

თუმცა, რასობრივი სეგრეგაცია არსებობს და მისი საფუძველი ცნობილია...

რაც ნაკლებია, ქალაქის რომელიღაც გასაყიდად გამოტანილ უბანზე მცხოვრებ შავკანიანთა რაოდენობა, მით უფრო ძვირია სახლი!

სიმდიდრის განაწილება, სეგრეგაციის ერთ-ერთი საფუძველია.

რა იწვევს ამ სხვაობას?

ეს სხვაობა გამოწვეულია და სეგრეგაციის საფუძველია ფუნქციონალურად გაუნათლებობა ამერიკაშიც და საქართველოშიც! ახალქალაქში მცხოვრებ სომეხს და მარნეულელ აზერბაიჯანელს, რომელმაც არ იცის ენა და შესაბამისად, არ შეუძლია კარიერულ წარმატებაზე იფიქროს საქართველოში, სამშობლოდ შესაბამისად სომხეთი და აზერბაიჯანი მიაჩნია!

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მეზობლებთან ომისას, უმეტეს შემთხვევაში სრულიად გარკვეულია, ვის მხარეს გაისვრის ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქე!

საქართველოში ჩემი სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობისას სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობაში "ფუნქციონალური გაუნათლებლობის" აღსაკვეთად, ჩვენ დავიწყეთ ქართული ენის პროგრამები, არაქართული მოსახლეობით დასახლებული რეგიონებისთვის და დღეს არც კი ვიცი, დღეს გრძელდება თუ არა ეს აუცილებელი პროგრამები...

ნეოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მულტიკულტურალიზმია! ამერიკაში თეთრ ადამიანთა შორის მულტიკულტურალიზმმა მეტნაკლებ წარმატებას მიაღწია, მოსახლეების დიდი ნაწილი არათუ ინტეგრირდა, სრულიად ასიმილირდა ამერიკულ ერში შექმნა ეს ერი და მას არც ახსოვს, ისტორიული სამშობლო და ეროვნება. თუმცა, იქაც თავისი განსხვავებული ქცევის წესებით მაინც გამოირჩევიან თუნდაც იტალიელები და ებრაელები... რუსები, რომლებიც ნიუ-იორკში ბრონქსში ისე ცხოვრობენ, რომ მისალმებაღა იციან ინგლისურად, ჩინელები "ჩაინათაუნში"... მაგრამ თეთრ - კავკასიურ რასას და შავ რასას შორის შეთანხმება მაინც ყველაზე მეტად გაჭირდა...

ალბათ, ამის საფუძველი მონობაც იყო.

მსგავსი მიუღებლობა ახასიათებს კავკასიის რეგიონსაც. სომხეთიდან სრულად განიდევნა მკვიდრი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რომლებიც საუკუნე ნახევრის წინ ამ ტერიტორიაზე ანუ ერევნის სახანოში მოსახლეობის 80%-ს შეადგენდა; აზერბაიჯანიდან - სომხური..

რა ხდება ევროპაში?! აღარ ვილაპარაკებ ბალკანურ სისხლიან პრობლემებზე; კულტურათა შორის კონფლიქტი ვერ დაიძლია ბელგიაში, სადაც ვალიელები დამოუკიდებლობაზე ფიქრობენ, კატალანებმა ხომ რამდენიმე წლის წინ კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მისცეს ხმა (და ამ დამოუკიდებლობის აღკვეთას, ევროკავშირის მუქარა გარიცხვის შესახებ და პუჩდემონის დაჭერის ორდერი დასჭირდა!) , ბასკებს ელანდებათ დამოუკიდებელი ბასკეთი და იტალიაში პადანიელებს - დამოუკიდებელი პადანია...

არც ამერიკის კონტინენტია გამონაკლისი - გავიხსენოთ ფრანგული კვებეკი - განვითარებულ კანადაში!

თუმცა, მე ამას არ დავარქმევდი ე.წ. რასობრივი პრობლემებს - ეს მულტიკულტურალიზის იდეის ნაკლი და მარცხია!

დღეს, ამერიკა საპროტესტო გამოსვლების ტალღამ მოიცვა. მოძალადე თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცი მოკლა. მერე რა, რომ ეს შავკანიანი არც ცნობილი მომღერალი ყოფილა, არც კალაათბურთელი ყოფილა და არც ბეისბოლისტი! ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც არაერთხელ დაურღვევია კანონი და ციხეშიც გაუტარებია წლები ყაჩაღობის გამო!

მას "სიკვდილით დასჯა" არ დაუმსახურებია!

ვაშინგტონში კი უკვე თოთხმეტი წელია "კომენდანტის საათი" მოქმედებს 17 წლამდე ახალგაზრდობისთვის, რომელთაც საღამოს 22:00-ის შემდეგ ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ და არავის მოსდის თავში მისი გაუქმება!

თუმცა დღეს ძალაში შევიდა საგანგებო მდგომარეობა - უკვე ყველასთვის!

ვფიქრობ, მიუხედავად გარდაუვალი გლობალიზაციისა, რომელსაც იწვევს ტექნოლოგიური პროგრესი, მაინც ძნელი და არასწორი მიმართულებით სიარულია ეროვნული მეხსიერების დაკნინება-წაშლა! მულტიკულტურალიზმის ხელოვნური დამკვიდრება კი, ისევ გამოიწვევს ბევრ პრობლემებს და კონფლიქტებს, არა მხოლოდ განუვითარებელ, "მესამე ქვეყნებში", არამედ განვითარებულ ევროპაშიც, სადაც ემიგრანტები არ განიცდიან სამოქალაქო ინტეგრაციას... ბევრი პროლემა გვექნება ჩვენც ქართველებს - ევროპაზე ბევრად ღარიბ და სუსტ საქართველოში!

ნეოლიბერალური აზროვნების პრობლემა მისი ერთიანი სტანდარტებია ყველა მიმართ, მიუხედავად ისტორიული წარსულისა, რელიგიისა, ტრადიციებისა... მაქსიმალური განსახელმწიფოებრივება, დერეგულაცია, ფინანსური ბაზრების ღიაობა, ღია და მულტიკულტურალური საზოგადოება... ეს კი დიდი შეცდომაა...

ბესიკ ლაგვილავა

https://www.facebook.com/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати