USD 2.7200
EUR 3.1522
RUB 3.3447
Tbilisi
ბესიკ ბოგველი - მიუხედავად დიდი თხოვნისა მაცხოვარმა არ განკურნა პავლე მოციქული,
Date:  5578
ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე საკმაოდ დიდ სტატუს აქვეყნებს, სადაც ის აანალიზებს, დღეს საზოგადოებასი არსებულ ყველაზე აქტუალურ კითხვას - წავიდეთ ტაძარში, დავრჩეთ სახლში, თუ აუკრძალოთ მორწმუნეებს წასვლა ტაძრებში?
 
უცვლელად გთავაზობთ ავტორის ამ ფრიად საყურადღებო ანალიზს და პოზიციას.
 
 
წავიდეთ ტაძარში, დავრჩეთ სახლში, თუ აუკრძალოთ მორწმუნეებს წასვლა ტაძრებში?
არა გამოსცადო ღმერთი შენი - სწორედ მაცხოვრის ამ მიმართვას ხშირად იყენებენ ადამიანები იმ მორწმუნეების მიმართ ვინც ტაძარში დადის. არადა ეს წარმოსთქვა მაცხოვარმა როცა უდაბნოში მარხულობდა, რომელიც სიმბოლურად ხორციელი ეგვიპტიდან უდაბნოში სიარულის განცდაა, ამიტომაც ქრისტიანები მაცხოვრის თანაგანვიცდით ვმარხულობთ 40 დღეს.
 
სისრულისთვის გავანალიზოთ უდაბნოში მაცხოვრის მესამე გამოცდის არსი. სატანა სთავაზობს მთელი სამყაროს მატერიალური სიკეთეების მიცემამს და მოსთხოვს მხოლოდ თაყვანისცემას და ღმერთზე ფიქრისგან და ლოცვისგან განშორებას. ამდენად სხვა სურათს ვიღებთ. დამთხვევაა, თუ დღეს მსგავსი გამოცდა ხდება კაცობრიობის, რადგან მსგავს მოცემულობაში აღმოჩნდა მსოფლიო. სწორედ კაცობრიობა თითქოს განგეგ დადგა მოცემულობაში ერთ მხარეზეა კაცობრიობის მატერიაური სიკეთეები გამოხატული მრავალფეროვნებით: უგემრიელესი საჭმელ-სასმელი, ათასნაირი გართობა, ტურიზმი, საინტერესო სპორტი, არანაკლებ საინტერესო კინო, თეატრი და სხვა სიამოვნებები და მეორე მხრივ ტაძარში ლოცვა, ზიარება, რომელიც ასოცირდება რისკთან დაავადებასთან, სიკვდილთან, ეპიდემიასთან, სიღარიბესთან, ახლობლების ჯანმრთელობასთან, მათ სიცოცხლესთან. საინტერესო მოცემულობაა თითქოს სამყარო შეიშალა და ორად გაიყო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები: ერთნი გაჰკივიან რომ დახურეთ ეკელსიები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩეს ეპიდემია და დავუბრუნდეთ ძველ კომფორტულ ყოფას, ხოლო მორწმუნეთა ნაწილი თვლილს, რომ მხოლოდ ეკლესია საშველი და რომ ლოცვით შეძლებენ საკუთარი თავის, ახლობლების, ქვეყნის გადარჩენას და მათ ამ რწმენას ღმერთი შეეწევა.
 
პავლე მოციქული ეპისტოლეში განმარტავს, რომ ღმერთი არავის სჯის, ყველა ადამიანი თავისი გულისთქმით იწევს ბოროტს. ამდენად კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ თუ ადამიანი არ იცავს ღვთისგან დაწესებულ წესებს მას ეწევა განსაცდელი, ისიც რომ გაანალიზოს და მიხვდეს თუ რატომ დაიშვა მასზე. ძველად ებრაელებში ღვთისგან დაწესებული იყო ხელბანვის რიტუალები, ასევე განსაზღვრული იყო რა ცხოველის, რა ფრინველის ჭამა შეიძლებოდა. ამასთანავე დაწესებული იყო დაავადებული, დაწყლულებული ადამიანის ცალკე სპეციალურ ადგილში განმარტოება, სადაც ლოცულობდა და მისთვის რაბინი სპეციალურ განწმენდის რიტუალებს ასრულებდა. ამდენად თუ რამე ვრცელდება ეს ღმერთის სასჯელი არ არის. ეს არის ადამიანის არასწორი ქმედებების, ცნობიერების შედეგი, რომლის შედეგადაც მოქმედებს ფიზიკური კანონები. ასე მოხდა სიფილისის, შიდსის, c ჰეპატიტის და კორონა ვირუსის გავრცელების შემთხვევაში. მარხვა, სულიერი სრულყოფა ამასთანავე მოიცავდა ფშვინვიერ და ფიზიკურ დისტანცირებას. მაგ მაცხოვარი ბრძანებს რომ მე მოვედი არა მშვიდობისთვის არამედ რათა გავყო, მამა შვილისაგან, შვილი მამისაგან, დედა ასულისაგან, ასული დედისაგან, რძალი დედამთილისაგან, დედამთილი რძალისაგან, ასევე მაცხოვარი მოუწოდებს, რომ მორწმუნე სრულყოფისათვის უნდა განეშოროს თავის ახლობლებს, ფშვინვიერი ურთიუერთობებისგან და შეიყვაროს ღმერთი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა, რათა ადამიანი იყოს თავისუფალი და ბედნიერი. ღმერთმა ამისათვის აბრამს მოსთხოვა თავისი შვილის შეწირვა. ამდენად სწორედ რწმენამ სრულყოფო აბრაამი და ღმერთს აზიარა, ასევე მოხდა მართალი იობის შემთხვევაშიც. ამდენად ამ ფორმულირებიდან გამომდინარე ადამიანს ეგების ზრუნვა და სიახლოვე ხალხზე აღმატებულ ღმერთთან და შესაბამისად ზიარებაზე ზრუნვა, რადგან მაცხოვრის დანატოვარის თანახმად ეს არის მისი სისხლი და ხორცი მისატევებელად ცოდვათა. ხოლო სდაც ქრისტეა იქ გადარჩენაა და მადლი.
 
მეორე მცნება არის მოყვასის შეყვარება როგორც საკუთარი თავის. მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენ თავზე და მოყვასზე საკუთარი თავის სიყვარულის მსგავსად, რომ დავიცვათ მთავრობის მიერ დაწესებული წესების შესრულება: დისტანცია, ხელბანვა, ხელთათმანების, ნიღბების ტარება, რაც მთავრია სახლში დარჩენა, რადგან მარხვა ეს ქეიფი, ქუჩაში ჭორაობა და მეგობრებთან ყავის სმა არ არის. ეს განმარტოებაა ყველანაირი ურთიერთობებისაგან და საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარ თავზე მუშაობა და არა ტელევიზორით და ფესბუკით გართობა. ამდენად ვინც თვლის მორწმუნედ თავს მან პირველ რიგში უფრო აღმატებულ - ზიარებაზე უნდა იზრუნოს, ხოლო შემდეგ არანაკლებ საპასუხისგებლო დისტანცირებაზე და მთავრობის მიერ დადგენილი წესების შესრულებაზე. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მორწმუნეთა მხრიდან არ ხდება ხარისხიანად მეორე მნიშვნელოვანი წესის შესრულება - ზრუნვა საკუთარ თავზე და მოყვასზე. ხშირია შემთხვევა, რომ ეკელსიის გარეთ დისტანციას არღვევენ, ხელს ართმევენ და კოცნიან. თუ გავანალიზებთ მისალმების რიტუალს, ჩვენ ვნახავთ, რომ ძველ კულტურებში მისალმება დისტანცირებულად ხდებოდა, ეხლაც იაპონია, ჩინეთი და სხვ იცავენ ამ წეს. საქართველოშიც როგორც უძველეს ხალხში მიღებულილ იყო დისტანცირება, მთხვევა ხდებოდა მხარზე, ასევე ბავშვებთან, ახლობლებთან არ იყო ხშირი ჩახუტების და ხვევნა-კოცნითი ურთიერთობები. რუსთაველსაც ამ საკითხებზე მსგავის შეხედულება აქვს - მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში. ჩვენ ვხედავთ რომ ქართულ ცეკვაშიც კარგად ჩანს ასეთი დისტანცირებული ურთიერთობები, სხვა მდგომარეობაა ინდოევროპულ ცივილილზაციაში, იქ ფიზიკური სიახლოვე მნიშვნელოვანი აუცილებელი რიტუალია, შეხება ხელით, კოცნა. აქვე უნდა გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, სადაც თითქმის აუცილებელი რიტუალური ხასითის იყო ბელადსა და პარტიულ ნომენკლატურას შორის ტუჩებში კოცნა, ღრეობა. ამდენად მაცხოვარი მარხვაში და ზოგადად სულიერი სრულყოფისთვის მორწმუნისგან მოითხოვს ფიზიკური, ფშინვიერი ურთიერთობებისაგან განშორებას, პავლე მოციქულიც გვახსენებს ნუ მთვრალობითა, ბილწებითა და სიმღერთა არამედ ლოცვითა და გალობითა.
 
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ზიარება არის სამკურნალო და აქ ეჭვის შეტანა რომ ზიარებით შეიძლება გადავიდეს დაავადება მიუღებელია, თუმცა ვერც იმის დამტკიცება შეიძლება, რომ ვინც ეზიარება განიკურნება ან არ განიკურნება, ეს დამოკიდებულია რწმენაზე და ღმერთის ნებაზე. ჩვენ ვიცით რომ მიუხედავად დიდი თხოვნისა მაცხოვარმა არ განკურნა პავლე მოციქული, არადა მისი სიახლოვე და ჩრდილიც კი კურნავდა დაავადებულებს.
 
არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ტაძარში არავის შეხვდება დაავადება და ან პირიქით შეხვდება. ესეც ისევ ღმერთზე და ადამიანების რწმენაზე, წესების დაცვაზეა დამოკიდებული. ამდენად აუცილებელია ტაძარში იმ წესების დაცვა რათა გამოირიცხოს გადადების შემთხვევები. მე ვფიქრობ სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი გამონათქვამებიდან, რომ ტაძარში არ გავრცელდება დაავადება, ან რომ სასულიერო პირებს არ შეგვხვდება. ასევე არ არის ისეთი განწყობა საჭირო რომ ჩვენ მაინც ვეზიარებით და აბა გაბედეთ და შეგვიშალეთ, ან აღმატებული პოზიციდან საუბარი. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ საჭიროა მყარი პოზიციის დაფიქსირება და ძალის დემონსტრირება, რადგან სახელმწიფოს ყველა მოთხოვნის შესრუელება ცუდად მთავრდება, ამის მაგალითია საბჭოთა რეჯიმის მიერ ეკელსიების განადგურება. პავლე მოციქული მოგვიწოდებს მჭამელი არა მჭამელს ნუ განიკითხავს. ამდენად ვინც ეზიარება უნდა იყოს მოკრძალებულად საკუთარი თავში ჩაღრმავებული და არა ორიენტირებული გარეთ სხვის განკითხვაზე, როდესაც ფარისეველი შევიდა ტაძარში და მადლობდა ღმერთს და თითს იშვერდა ცოდვილისკენ არ გამოვიდა გამართლებული ტაძრიდან.
 
ილია ჭავჭავაძემ პოემა „განდეგილით“ ამხილა სასულილერო პირების ხიბლში ყოგნა, სწორედ ფიზიკური მზის მზერა (წუთისოფლის სიამოვნებები) გახდა მწყემსი ქალის და განდეგილის თაყვანისცემის ობიექტი და მათი შეხვედრის მიზეზი. ერთ სივრცეში ბეთლემში (გულში სადაც უნდა დაიბადოს მაცხოვარი) სასულიერო და საერო პირები ერთად ხვდებიან, რათა ახალ სულიერი ურთიერთობები დაიბადოს, ახალ სულიერ სიმაღლეზე აიყვანოს განდეგილმა მწყემსი, მაგრამ სხვა ტრაგედია ვითარდება. ხიბლში მყოფი განდეგილი რომელიც გარეგან სხივზე წიგნის გაჩერებით და არა წმინდა გულით ამოწმებს რწმენას - არ აქვს შინაგანი თაბორის ნათელი გულში. ამდენად ვერ ასრულებს მისიას, რადგან ფიზიკური მზის ტკბობითაა დაკავებული და ვერ გადასცემს უხილავი მზის (უკუნეთის) ცოდნას ერის მწყემს, რომ მან მისი ცხვრები სწორედ ამ სწავლით დამწყემსოს. ამდენად ილიამ იმ დროს ამხილა სასულიერო პირები და მნიშვნელოვანია, რომ გავანალიზოთ, რომ აღდგომა პირველ რიგში გულის გაცოცხლებაა, გულში მთიების - ცისკრის ნათელის ამობრწყინებაა და არა ხორციელი სიამოვნებისკენ სწრაფვა.
ერთი ისტორია დაგვეხმარება სწორედ ამოვიდეთ დღევანდელ რეალობიდან, რომ განვსაზღვროთ როგორ ვიმოქმედოთ დღევანდელ პანდემიის დროს. ტაძარში წავიდეთ და ვეზიაროთ, თუ სახლში დავრჩეთ და იქ ვილოცოთ, თუ დაუშალოთ სხვებს და არ გაუშვათ ზიარებაზე.
 
ვიმოგზაუროთ ისტორიაში, ეგვიპტეში მოსე სთხოვს ფარაონს, რომ გაუშვან ებრაელები რათა მსხვერპლი შეწირონ უფალს. ფარაონი ჯიუტდება, რის გამოც ეგვიპტეს 10 სასჯელი მოევლინება, ყველაზე მძიმე ბოლო იყო ბავშვები ეხოცებოდათ რადგან მადლი აღარ გადმოვიდა ებრაელებზე და ებრაელებიდან ეგვპტელებზე. ეგვიპტელები დაისაჯნენ მადლის მიუღებლობის გამო, იმიტომ რომ ებრაელები არ გაუშვა მსხვერპლის შესაწირად. მადლი მოაკლდა ეგვიპტეს რადგან სწორედ ყველა დოვლათი სიკეთე ებრაელების მიერ მისცა ღმერთმა ეგვიპტელებს.
 
ბოლოს ფარაონი იძულებულია გაუშვას ეგვიპტიდან თუმცა უკან დაედევნა რადგან მათი წარმოდგენით ებრაელების წასვლით გაუჭირდებოდათ ცხოვრება და დოვლათის შექმნა.
 
საინტერესო პარალელებია რომ ეგვიპტე ასოცირდება ფიზიკურ სიამოვნებასთან, ხოლო უდაბნო სულიერ ბრძოლასთან, ხოლო სულიერი იერუსალიმი აღდომასთან. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ იმ მორწმუნეებს ვისაც ძალიან უნდა წასვლა მსხვერპლის შეწირვაზე არ უნდა დააბრკოლონ რადგან ეს შესაძლოა საფრთხე აღმოჩნდეს ქვეყნისთვის სულიწმინდის გადმოუსვლელობის გამო. ცნობიერადაც კი ვინც უშვებს რომ მორწმუნე არ გაუშვას, განსაკუთრებულად ეს ეხება პარტიებს, მტავრობა შესაძლოა ქვეყნისთვის საფრთხე აღმოჩნდეს და უფრო გააუმძაფროს რისხვა და აგრესია, რაც ფარაონის შემთხვევაში ზღვაში დანთქმით დამთავრდა, ზღვა სიმბოლურად განასახიერებს წუთისოფლის ყოველდღიურ პრობლემებს.
ამდენად ვინც არ ეზიარება და ლოცვისთვის ლაზარის დის მარიამის მსგავსად არ არის განწყობილი, მე ვფიქრობ უკეთესია შეასრულოს მთავრობის რეკომენდაცია და დარჩეს სახლში.
 
ხოლო ვინც ეზიარება მნიშვნელოვანია რომ ხარისხი, განწყობა იყოს სრულყოფილი, არ ისაუბრონ, დაიცვან დისტანიცა, არ დაიწყონ ქეიფი და დაიცვან მთავრობის მიერ დადგენილი წესები.
 
ვისაც ღმერთი არ სწამთ აქცენტს აკეთებენ, რომ მორწმუნეებისგან გვექმნება საფრთხე. ორი ხედვა რომელიც ასახულია პოლტიკაშიც. ეროვნულ დემოკრატიული (ქრისტიანული იდეოლოგია) და სოციალ დემოკრატიული იდეოლოგია, რომელიც არ მოიზარებს ღმერთს სახელმწიფოს მშენებლობაში. მორწმუნეები მიდიან წირვაზე რომ ღმერთს სთხოვონ, რომ შეუნდოს მათ, ქვეყანას ცოდვები და წყალობა მომადლოს, ხოლო ნაკლებად მორწმუნეები არ მიდიან ტაძრებში რომ ხალხს არ გადასდონ ვირუსი და ამით ასრულებენ მეორე მცნებას საკუთარი თავის და მოყვასის სიყვარულს. ეს სულიერი მდგომარეობა ლაზარეს ორი დის მართას და მარიამის ანალოგიით შეიძლება გავშალოთ. მართა ზრუნავს მოყვასზე და ხალხს ემსახურება, ხოლო მარიამი უფალთან ახლოს იჯდა.
 
ამდენად ვინც მოიაზრებს თავის თავს, რომ განშორდეს ხორციელ ეგვიპტეს მარიამის მსგავს სულიერ განწყობაში ტაძარში მსხვერპლს შეწირავს უფალს და წყალობას გამოითხოვს საკუთარი თავისთვის, ერისა და მხედრობისათვის, ხოლო ვინც მოიაზრებს მართას ფორმაში სახლში დარჩება და ამით ემსახურება მოყვას და ღმერთს და წყალობას გამოითხოვს სახლიდან. ასევე მნიშვნელოვანია რომ არამორწმუნეებს არ გაუსასტიკდეს გული და ნებით გაუშვან მორწმუნეები. მთავრობამ და ზოგიერთმა პარტიებმაც ფარაონის მსგავსად წინააღმდეგობთ გული არ უნდა გაისასტიკონ რათა ქვეყანაზე და ხალხზე არ დაიშვას უფლის გულისწყრომა, მათზეცაა პასიხისგებლობა, ისე როგორც ისინი აკისრებენ პასუხისგებლობას მორწმუნეებს. ამდენად ორი განსხვავებული მიმართება, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება სიცოცხლის არსის და ღირებუების შესახებ კიდევ ერთხელ ეჯახება, ორივე რეალურია ერთი მატერიალური, მეორე არა მატერიალური, ორივე ხედვას აქვს სიმართლე. ერთ შემთხვევაში ლოგიკური, მეორე შემთხვეავში სულიერი. ერთ პოზიციიდან გაუმართლებელია მეორე და პირიქით. ერთხელ უკვე მოხდა ეგვიპტის გამარჯვება იერუსალიმზე 70 წლიანი სისხლიანი რეჯიმით, ამბობენ მდინარეში ორჯერ არ შედიანო ნათქვამია. დაასრულა თუ არა სამყარომ სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია და მოიაზრებს თუ არა ეროვნულ-დემოკრატიულ იდეოლოგიას სახელმწიფოს მშენებლობაში ეს ხალხის და შესაბამისად ღმერთის ნებით გადაწყდება.
 
დამდეგ აღდგომას გილოცავთ. ღმერთი მე-2020-ჯერ აღსდგება მსოფლიოში, მორწმუნეთა გულებში. თუმცა დღევანდელმა სამყარომ ხორციელი ეგვიპტეში დარჩენა აირჩია და გულმოდგინედ, სწრაფად ელოდება ეგვიპტეში დაბრუნებას. კაცობრიობას აღარ სურს სულიერი იერუსალიმი, მისი გონი მიპყრობილია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ძველ ეგვიპტურ ყოფას.
ქრისტე აღსდგა
 
society
ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს - ამოღებულია 1 319 300, ხოლო ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის და მისი ოჯახის საბანკო სეიფებში 2 904 900 აშშ დოლარი

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”, - აცხადებს ის.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way