USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ბერნი სანდერსმა თავისივე ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის
Date:  775

ვერმონტის სენატორის, ბერნი სანდერსის ოფიციალურ ვებგვერდზე, იყიდება სვიტერი მისივე ცნობილი ფოტოს გამოსახულებით , რომელიც 45 დოლარი ღირს და თანხა ქველმოქმედებისთვის არის განკუთვნილი.

ფოტო ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზეა გადაღებული, სადაც ბერნი სანდერსი სტუმრების რიგში ხელთათმანებითა და გრძელი ქურრთუკით ზის. ინაუგურაციის შემდეგ, ფოტო ვირუსული გახდა და მასზე მრავალი მიმი გაკეთდა.

ვებგვერდზე წერია, რომ სვიტერში გადახდილი თითოეული 45 დოლარი ვერმონტში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საკვების შეძენას მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ სვიტერი ბერნი სანდერსის გამოსახულებით ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც იყიდება, მაღალი მოთხოვნის გამო მისი მიწოდება მსურველებისთვის შეფერხებულია და ამის შესახებ გაფრთხილება ვებგვერდზეც წერია.

 

წყარო: tabula.ge

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way