USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
ბერნარ არნო პლანეტის უმდიდრესი ადამიანია
Date:  1999

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი  ბერნარ არნოა. ამის შესახებ Forbes-ი იტყობინება. ბერნარ არნო ფრანგული ჰოლდინგის LVMH- ის ხელმძღვანელია, რომელიც ფუფუნების საგნებს აწარმოებს და რომელიც ფლობს ბრენდებს Christian Dior, Louis Vuitton, Givenchy, Guerlain, Chaumet, Moët & Chandon და Hennessy.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Amazon-ის აქციები დაეცა 0.7 პროცენტით, ხოლო LVMH-ის აქციები გაიზარდა იგივე ოდენობით.  შედეგად, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, რომელიც Forbes- ის მილიარდერების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, დაკარგა 760 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი არნოს ქონება1.9 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ბერნარ არნოს და მისი ოჯახის სიმდიდრემ, პირველად 2019 წლის ივნისში 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შემდეგ LVMH– ის ხელმძღვანელი კიდევ 17 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

არნოს და ბეზოსის გარდა, Forbes-ის  მილიარდერების ხუთეულში შედიან Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, Berkshire Hathaway ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი და Facebook- ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way