USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
ბერლინის სამოგზაურო მედია კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
дата:  628

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში “International Media Marketplace” (Travel Media Conference) მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს,  ინფლუენსერებსა და ბლოგერებს აერთიანებს.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 80-მდე შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან.  მოლაპარაკეები შედგა “Cycling Thread/National Geographic“-ის, “Neus Deutschland”-ის, “Ski Guide Austria”-ის, “Frankfurter Rundschau”-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, საზღვაო და სამთო კურორტებს, დაინტერესდნენ სათავგადასავლო, ღვინისა და კულინარიული ტურიზმით.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით,  მაღალრეიტინგული მედია საშუალებების, ბლოგერებისა და ინფლუენსერების მონაწილეობით დაიგეგმა პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

“International Media Marketplace” წლის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იმართება. ბერლინის კონფერენციაზე 180  მედია კომპანია და  98 საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი.

мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати