USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Tbilisi
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრძელდება ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან
Date:  

„ბერლინალეზე“ ინტენსიურად მიმდინარეობს ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად შეხვედრა გამართა „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ (EFP) ხელმძღვანელთან, სონია ჰეინენთან. შეხვედრაზე განიხილეს „ევროპული კინოს პოპულარიზაციის“ სხვადასხვა პროგრამაში ქართველი რეჟისორების, პროდიუსერებისა და ქართული ფილმების მონაწილეობის საკითხი; იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც.

დელეგაცია ასევე შეხვდა ვენეციის კინოფესტივალის პროგრამერს, პაოლო ბერტოლინის. მხარეებმა განიხილეს უახლესი ქართული ფილმები, რომლებსაც აქვს ფესტივალზე მოხვედრის შესაძლებლობა. ასევე, იმსჯელეს ვენეციის კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მიერ აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის რომელიმე ნიმუშის ჩვენებაზე.
შეხვედრა გაიმართა ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამერ სტეფან ივანჩიჩთანაც. ეროვნული კინოცენტრის გუნდმა მასაც გააცნო ის უახლესი ქართული ფილმები, რომელთა მოხვედრა შესაძლებელია ლოკარნოს კინოფესტივალის კონკურსზე.
ანესის კინოფესტივალის მარკეტის (MIFA) დირექტორ ვერონიკა ენკრენაზთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ ანიმაციურ პროექტებზე ისაუბრეს; იმსჯელეს 2024 წლის ივნისსა და ნოემბერში ანესის კინოფესტივალის მარკეტზე ქართული სტენდის წარდგენისა და თბილისში ანიმაციური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის გამართვის შესახებ.
კიდევ ერთი შეხვედრა დელეგაციამ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, მონაწილეობით კოტბუსის კინოფესტივალის დირექტორ ბერნ ბუდერთან გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე ახალი ქართული ფილმებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად Sheffield DocFest-ის ინდუსტრიული მიმართულების ხელმძღვანელ პატრიცია მანჩინისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებაზე ქართველი დოკუმენტალისტების მონაწილეობის საკითხი. ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებმა ფესტივალის წარმომადგენელს გააცნეს ქართული დოკუმენტური კინოს პროექტები.
დელეგაცია შეხვდა კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight-ის სექციის ხელმძღვანელს - კრისტოფერ ლეპარკს და კინოფესტივალ „სინემედის“ (ხმელთაშუაზღვისპირეთის კინოფესტივალი მონპელიეში) დირექტორს. კინოცენტრის წარმომადგენლებმა ქრისტოფერ ლეპარკს ახალი ქართული ფილმები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს მონპელიეს კინოფესტივალზე კინოცენტრის მიერ აღდგენილი ფილმების ჩვენებაზე.
ქართული დელეგაციის შეხვედრები კინოინდუსტრიისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან ფესტივალის მიმდინარეობისას აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ასევე, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ (EFP - European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ი.
კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დასახელდა. მას ჯილდოს 19 თებერვალს გადასცემენ. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.
საგულისხმოა, რომ EFP-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ „ბერლინალეზე“ საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way