USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
„ბერლინერ ცაიტუნგი“: „ვერაგული დარტყმა ზურგში“ საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს“
თარიღი:  911

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვერაგული დარტყმა ზურგში“ საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). „გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, გადამწყვეტი ზომების მიღებას ცდილობს და განზრახული აქვს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრებათ: ამ კავკასიურ სახელმწიფოში მიმდინარე რამდენიმეთვიანი საპროტექტო აქციების კვალობაზე გერმანიის მთავრობა ევროკავშირთან იხილავს საკითხს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზოდ გადაადგილების უფლების შეწყვეტის შესახებ. თუ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება შოკი საქართველოს მოსახლეობისათვის, რომლის რიცხოვნობა 3,7 მილიონს აღწევს.

როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი BSW-ის ჯგუფიდან (Bündnis Sahra Wagenknecht - სარა ვაგენკნეხტის ალიანსი) ანდრე ხუნკო ამბობს თავის წერილში, გერმანიის ფედერალური მთავრობა არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ქართველებისათვის. ოლაფ შოლცის მთავრობამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი კონტაქტები ოფიციალურ თბილისთან და მმართველ პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ „შემზღუდავ-დამსჯელი“ ზომები უპირველეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს საქართველოს სამთავრობო აპარატის მიმართ, ბერლინში და ბრიუსელში იხილავენ უვიზო რეჟიმის „სრული შეჩერების შესაძლებლობას“ ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის.

სანიმუშო ქვეყნიდან დასანქცირებულ მტრამდე

უკანასკნელ 20 წელიწადში საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ლიდერი ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით. სამხრეთკავკასიურ ქვეყანას 2009 წლიდან ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც „აღმოსავლური პარტნიორობის“, ისე ასოცირების შეთანხმებით. გარდა ამისა, 2017 წლიდან ქართული ბიომეტრული პასპორტების მფლობელებს უფლება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. ეს ერთგვარი „გადატრიალება“ იყო საქართველოს - თითქმის ბავარიის ტოლი ფართობის მქონე ქვეყნისათვის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნად 2023 წლის დეკემბრიდან, მაგრამ ბრიუსელმა თბილისთან მოლაპარაკება გასულ ზაფხულს შეაჩერა - ამ გადაწყვეტილების მიზეზს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ წარმოადგენდა, რომლის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, ვალდებულების არიან ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები საზოგადოებიდან და ძალადობა სამართალდამცველებისგან. კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ანალოგიურად მოქმედებს - სწორედ მსგავსი კანონებით გააუქმა კრემლმა ბოლო 15 წელიწადში რუსული ოპოზიციური ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

„ცეცხლზე ნავთი დაასხა“ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, ბრიუსელიდან თბილისი საბიუჯეტო სუბსიდიებს აღარ მიიღებს. ევროკავშირის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ ასევე მწვავედ აკრიტიკებენ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპალამენტო არჩევნებში დაშვებული დარღვევების გამო, თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებზე ნეგატიური გავლენა სწორედ ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მოახდინა. დასკვნა: ძალიან მცირე დროის განმავლობაში ქართულ-ევროპული ღრმა პარტნიორობა გადაიქცა მწვავე დაპირისპირებად ევროპულ ისტებლიშმენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

ანდრე ხუნკო ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია და ამბობს, რომ გერმანიამ ასეთი ქმედება უნდა შეწყვიტოს: „იმის ნაცვლად, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან გონივრული და პრაგმატული ურთიერთობა ააწყოს, ბერლინი ევროკავშირის დესტრუქციულ კურსს ატარებს რეჟიმის შესაცვლელად... ევროკავშირის ანტიქართული სანქციები ზიანს მიაყენებს არა იმდენად საქართველოს მთავრობას, რამდენადაც ქვეყნის მოსახლეობას“, - ამბობს BSW-ის საპარლამენტო ჯგუფის წევრი.

უვიზო რეჟიმის დასასრული - შოკი ქართველებისათვის

საქართველოს მოსახლეობისათვის ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იქნება. როგორც დავით გარსიაშვილი - პროევროპულად განწყობილი თბილისელი -  ამბობს „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში, მსგავსი ზომებით დაზარალდებიან არა იმდენად სამთავრობო ჩინოვნიკები და სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლები, არამედ რიგითი მოქალაქეები: „განსაკუთრებით 30 წლამდე ასაკის მქონე ახალგაზრდები, პროევროპულად განწყობილები, რომლებიც პარიზის, რომისა და ბერლინის დათვალიერებას ვერასოდეს ვეღარ შეძლებენ“.

თუ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შეაჩერებს, ეს გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის გაზრდას დასავლეთის ქვეყნებში. დავით გარსიაშვილი შიშობს, რომ „ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტით ქართველი ახალგაზრდები საბოლოოდ წავლენ უცხოეთში და ჩვენთან, ქვეყანაში, ძალიან ცოტანი დარჩებიან“. ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, მსგავსი ზომებით ევროკავშირი თავის გავლენას საქართველოში, განმტკიცების ნაცვლად,  უფრო დაკარგავს.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/hinterhaeltiger-dolchstoss-fuer-georgien-bundesregierung-beraet-ueber-ende-der-visumbefreiung-li.2289520

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის