USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ეკონომიური LED სანათები მონტაჟდება
дата:  460

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გარე განათების ბოძებზე მძლავრი ნათების მქონე ეკონომიური LED სანათები მონტაჟდება. არსებული სანათები არ იყო საკმარისი სიმძლავრის, რის გამოც პრობლემა ექმნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთლიან გამზირზე 212 ერთეულ LED სანათს ამონტაჟებენ.

მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე გაეცნენ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати