USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, დასასვენებელი და გასართობი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება
дата:  820
ისნის რაიონის გამგეობა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მე-6 შესახვევის, N3 კორპუსის მიმდებარედ, 1500 კვ.მ. ფართობზე, დასასვენებელი და გასართობი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 
სამუშაოების ფარგლებში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და გამწვანდება.
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 235 238 ლარით ფინანსდება.
 
მიმდინარე სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати